ნათია ბუღრიძე

1777666544

მომღერალმა ნათია ბუღრიძემ მსმენელს ახალი სიმღერა „მონატრება“ და ამავე სახელწოდების ვიდეოკლიპი წარუდგინა

ქართველმა მომღერალმა ნათია ბუღრიძემ (NATÍYA) მსმენელს ახალი ემოციური სინგლი „მონატრება“ და ამავე სახელწოდების ვიდეოკლიპი წარუდგინა.„მონატრება“ არის სიმღერა იმ განცდაზე, როცა ადამიანი ფიზიკურად შენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მაინც აგრძელებს არსებობას მოგონებებში, ფიქრებში და იმ სივრცეში, სადაც ოდესღაც სიყვარული ცხოვრობდა. „ამ სიმღერით მინდოდა გადმომეცა ბევრისთვის ნაცნობი შეგრძნება, როცა ადამიანი შენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მაინც გრძნობ მის არსებობას ყველაფერში,“ - ამბობს ნათია.სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორია მაიკო კაჭკაჭიშვილი. ვიდეოკლიპი სიმღერის ემოციურ განწყობას აგრძელებს, სადაც რეალობა და მოგონებები ერთმანეთში იკვეთება, ხოლო მთავარი როლი თავად ნათიამ შეასრულა. სინგლის პრემიერამდე მომღერალმა უკვე მიიქცია ყურადღება ქართულ სცენაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუებში მონაწილეობით, ხოლო „მონატრებით“ მსმენელს თავისი შემოქმედების უფრო პირად მხარეს აცნობს. სინგლი „მონატრება“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა ციფრულ პლატფორმაზე.

კახა მიქიაშვილი

1777235510

„გარდაცვალების წინა დღე იყო რთული, დედას თვალები მე დავუხუჭე“ - კახა მიქიაშვილი

მსახიობმა კახა მიქიაშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში დედის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.„დედა გარდაიცვალა სიმსივნით, ძალიან აქტიური, სხვა ენერგიის ადამიანი იყო. რაღაც ატკივდა, მივიდა და გაირკვა, რომ მძიმე ფორმის სიმსივნე აქვს. ებრძოლა, მაგრამ დამარცხდა. გარდაცვალების წინა დღე იყო რთული: უყურებ, რომ გარდაიცვლება და ვერაფერს შვები. გავედი, დავურეკე ექიმს ვკითხე - რამეს ვუშველი? მან მითხრა, რომ ვერა.ვუყურებდი დედა როგორ კვდებოდა და ვერაფერს ვშველოდი.  იმ მომენტში, მე რომ ვყოფილიყავი მსოფლიო იმპერატორი ვერ ვუშველიდი. მე დავუხუჭე დედას თვალები. რაც მიხარია, არის ის, სანამ გონს დაკარგავდა, მთხოვა მამა შალვა მიმეყვანა მასთან, აღსარება ჩააბარა მამა შალვას, ეზიარა, გაითიშა და მეორე დღეს გარდაიცვალა. ეს მომენტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე არ ვიყავი კარგი შვილი, ცივი შვილი ვიყავი. ამის მერე დავფიქრდი, რომ სიკვდილთან არაფერი ხარ. ცივი შვილი ვიყავი, არ ვაფერებინებდი, ვაბრაზებდი, თურმე დადგებოდა მომენტი, როცა ამაზე იდარდებ" - განაცხადა მსახიობმა. 

ეკა კვალიაშვილი

1776192342

"ათი წელი არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ... " - ინტერვიუ ეკა კვალიაშვილთან

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლო ათი წლის მანძილზე გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს მკურნალობდა, რის შესახებაც არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. ეკას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი ჯერ საქართველოში დაუსვეს და შემდეგ საფრანგეთშიც იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მომღერალს მკურნალობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა, იცოდა რომ ეს დაავადება განუკურნებელი იყო, მაგრამ ფარ-ხმალს არასდროს ყრიდა და ამბობდა, რომ დაავადებას, ღმერთის წყალობით, მაინც დაამარცხებდა. ერთი თვის წინ ეკა, თურქეთში იმყოფებოდა გამოკვლევებზე, სადაც უთხრეს რომ ის ათი წელი გაფანტულ სკლეროზზე არასწორად მკურნალობდა. - ათი წელი არასწორად ვიცოდი ჩემი დიაგნოზი. ვიცოდი ეს დაავადება მქონდა, მაგრამ ამ მოცემულობას არ ვიღებდი. თურქეთში სულ სხვა მიზეზით წავედი. რამდენიმე წლის წინ სადარბაზოში დავეცი ცუდად და ამდენი ხანი მაწუხებდა ფეხის ტკივილი, მინდოდა ზუსტი დიაგნოზი დაესვათ, გამერკვია რა მჭირდა და ამისთვის გავემგზავრე თურქეთში. მოვხვდი ძალიან კარგ ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთან, რომელიც ნამდვილი ექიმი ჰაუსია, გამიკეთეს ანალიზები და ორ დღეში გამაგებინეს რა მჭირდა. აქ კი ათი წელი გამაგიჟეს. ამდენი წელი ვიცოდი რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და თურქეთში გაირკვა რომ მაქვს გლუტენის აუტანლობა. იმდენი მრტ მაქვს გადაღებული სიბნელეში ალბათ გავანათებ. თურქეთის ანალიზებმა ამოაგდო ავტოიმუნური დაავადება და ეს არის გლუტენის აუტანლობა, რაც საქართველოში არავის არ უთქვამს. როცა მივედი ენდოკრინოლოგთან, ექიმმა თქვა 25 წლის გოგოს ანალიზები აქვს ამ გოგოს და გაფანტული სკლეროზი არა აქვსო. შემდეგ ჩემი სისხლი ერთთვიან კვლევაზე გადააგზავნა სტამბოლში და იქიდან ჩამოვიდა ეს პასუხი. გახსოვთ ალბათ წლების წინ ინტერვიუში გითხარით ჩემი განკურნება იქნება სასწაულითქო და ეს სასწაული მოხდა.- როგორც ვიცი, როდესაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაგისვეს გადასამოწმებლად მაშინ პარიზის კლინიკაშიც იმყოფებოდით...- საფრანგეთში მაშინ წავედი როდესაც საქართველოში დამისვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. აქედან რა მიმართულებაც მომცა ექიმმა ის კვლევები ჩავიტარე პარიზში, იქაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ ქალბატონმა რომელ ექიმსაც იქ შევხვდი, არ მირჩია გაფანტული სკლეროზის სპეციალურ პროგრამაში მოხვედრა. მაშინ 49 წლის ვიყავი ახალგაზრდა და მითხრეს, დროთა განმავლობაში დაავადება უკან დაიხევდა. ჯანმრთელობის რამე პრობლემა თუ შემაწუხებდა, მეუბნებოდნენ გაფანტულმა სკლეროზმა იცისო. ასე მოხდა ტრავმის მიღების შემდეგაც, დროთა განმავლობაში როცა გამიჭირდა და გამიჭირდა მოძრაობა, ვიკეთებდი კვლევებს, მხოლოდ გაფანტულ სკლეროზს აბრალებდნენ ყველაფერს. ახლა კი ვიცი, რაც მჭირს, სადარბაზოში დაცემის შემდეგ, ნერვი მომყვა მალებს შორის და ამიტომ მიჭირს სიარული, მაქვს გლუტენის აუტანლობა და ამ ყველაფერსაც სასწაულებრივად დავამარცხებ. - ხომ არ აპირებთ უჩივლოთ იმ ექიმებს ვინც ამდენი ხანი არასწორ დიაგნოზს გისვამდათ?- არავითარ შემთხვევაში, არ ვაპირებ ვინმეს ვუჩივლო. ასე მოხდა და ზუსტად ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. 

ვეფხისტყაოსანი

1775764360

"გაგრიდან ვართ, მამა ომში დაიღუპა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ თინათინის როლის შემსრულებელთან

რობერტ სტურუას სპექტაკლის "ვეფხისტყაოსნის" გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ქეთი სვანიძე ასრულებს, ის შოთა რუსთაველის გენიალური პოემიდან თინათინის როლს თამაშობს. ქეთი უკვე მრავალი წელია რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. ჰყავს მეუღლე და პატარა ვაჟი დანიელი. "პრაიმ ტაიმმა" ქეთისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ბუნებრივია მასთან საუბარი გახმაურებული სპექტაკლით დავიწყეთ. - მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ბატონი რობიკო ამ სპექტაკლს 30 წელი დგამდა და როცა გადაწყვიტა დაედგა, მე  მასში მოვხვდი. მინდა, გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც პირველად მოვედი რუსთაველის თეატრში, ქალბატონმა მარინა ჯანაშიამ მითხრა, როდესაც შემოხვედი თეატრში, შენში "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟი დავინახე და დაიმახსოვრე, მე შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ ასე მოხდებაო. ქალბატონმა მარინამ მიწინასწარმეტყველა ეს და მას ვუძღვნი ამ როლს. ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ პრემიერა ჩემს გულში მას მივუძღვენი.- როცა დაგირეკეს თინათინის როლზე რა ემოცია გქონდა?- ვიცოდი, რომ ამ სპექტაკლს დიდი მოლოდინი ჰქონდა, საპასუხისმგებლო რეჟიმი გავიარე. სადღაც ორი წელი გვქონდა რეპეტიციები, გეტყვით რატომ მიყვარს ბატონი რობიკოს რეპეტიციები - ჩვენ ერთი და იგივე ვერსიებზე არ გვიმუშავია, სულ სხვადასხვა სცენებს ვდგამდით. კრიტიკისთვის მზად ვიყავი, ყველა პრემიერის დროს ასე ხდება.- როგორც ვიცი ფიზიკურადაც რომ ფორმაში ყოფილიყავი, რეპეტიციების პარალელურად აქტიური ვარჯიშიც დაიწყე...- კი, "ტრენერი" ავიყვანე და დავდიოდი დარბაზში, ასევე ვიყავი შესაბამის კვებაზე და დავიკელი 10 კილოგრამი. - რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდით?- ბატონმა რობიკომ რევაზ შატაკიშვილის სპექტაკლში "ზღაპარში"  მნახა, სამი დღის შემდეგ დამიბარეს თეატრში და მოვხვდი სპექტაკლში. - როგორც ვიცი მხიარული და ენერგიული ქეთის უკან არის პატარა ქეთი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და საკმაოდ რთული ბავშვობა გაიარა, ამის შესახებ გვიამბეთ...- გაგრიდან ვართ, მამა ომში დაიღუპა. დეიდაჩემი იყო ჩამოსული გაგრაში, რამდენიმე დღით წამომიყვანა თბილისში და სწორედ მაშინ დაიწყო ომი. დედა იქ ჩარჩა და გართულდა მისი გადმოსვლა.  დედაჩემმა ესმა მიქელაძემ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა აქამდე რომ მოვსულიყავი. ვაკის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და იმ ყველაფრის მიუხედავად ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა ყველას ერთმანეთთან. მე და დედა ფეხით დავდიოდით ვოკალზე და სხვადასხვა წრეებზე. "ერისიონში" ვცეკავდი. ჩემი რთული ბავშვობა დედამ გამიხალისა და მე მადლიერი ვარ. ისეთი რაღაცეები ამიხდა ცხოვრებაში, მრცხვენია იმის თქმა რომ რთული ბავშვობა მქონდა. იყო  ბულინგი დევნილობის გამო, სკოლაშიც არ ქონდათ კარგი დამოკიდებულება ჩემს მიმართ და რატომ არ ვიცი, დღეს კი პირიქით არის. ყველგან იყო პატარ-პატარა ბრძოლები, მაგრამ ყველაფერი დამიფასდა. - ალბათ დედას დიდი შრომა სჭირდებოდა იმისთვის, რომ სხვადასხვა წრეებზე ეტარებინე...- დედა ყველაფერს აკეთებდა, ნამცხვრების ჩაბარებიდან დაწყებული დალაგებით დამთავრებული და მეც ვეხმარებოდი.  პატარა ასაკში ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით "კარმენში" ათ ბავშვი მე ვმღეროდი და ვიყავი სოპრანო. ვერ ვხვდები ამდენი რამ როგორ შეძლო. იმ წარმოუდგენელი ადგილიდან სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, სად მოვხვდით. - თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით...- მყავს შვილი - დანიელი და მეუღლე  ზურა ძიძავა.  ჩემი მეუღლე ბავშვთა ქირურგია. მსახიობის მეუღლეობა არაა მარტივი.  ხანდახან ალბათ რაღაცეები რთულია მისთვის, მაგრამ მიგებს და ყოველთვის გვერდით მიდგას. ვრცელ ვიდეო-ინტერვიუს "პრაიმ ტაიმის" სოციალურ პლატფორმებზე მალე ნახავთ. 

მარი სამხარაძე

1775504770

ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ

დღეს სოციალურ ქსელში უმშვენიერესი ქართველი გოგონას მარი სამხარაძის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც შეიძლება ითქვას ინტერნეტი ააფეთქა. 21 წლის ლამაზმანმა მთელი საქართველო აალაპარაკა. „პრაიმ ტაიმმა“ მარი სამხარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.- მე ვარ მარიამ სამხარაძე, 21 წლის, სტუდენტი. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ ფოტოგრაფიაზე. სამოდელო სფეროს წარმომადგენლებთან ცოტა ხნის წინ დავიწყე თანამშრომლობა და იმედია რამე გამომივა. კონკრეტულ სააგენტოსთან არ ვთანამშრომლობ, პირველად 2 წლის წინ დავიწყე ჩვენებებში მონაწილეობა და ეტაპობრივად მივიქციე ყურადღება. ფოტოგრაფია და სამოდელო სფერო ბავშვობიდან მაინტერესებს, მაგრამ რატომღაც სწავლა ჩავთვალე პრიორიტეტულად და უარი ვთქვი ყველაფერზე. ბოლო ერთი წელია ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, რადგან სწავლას და გადაღებებს ვუთავსებ ერთმანეთს. რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, ვგეგმავ ამ გზას უფრო აქტიურად გავყვე და საზღვარგარეთაც განვაგრძო მუშაობა.- ბავშვობაში რატომ არ დაიწყეთ მოდელობა, მშობლების სურვილი არ იყო?- ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ მოდელი ვყოფილიყავი, მაგრამ მე პრიორიტეტად სწავლა ავირჩიე. მხოლოდ ქართული გენეტიკა არ მაქვს, ბებია მყავს უცხოელი. ჩემი გარეგნობის გამო ხშირად მაქცევდა ხალხი ყურადღებას და ეს ყოველთვის მიკვირდა. მაგრამ დღეს იმდენი კომენტარი წავიკითხე, ალბათ მართლა გამორჩეული ვარ ხალხის აზრით.- თქვენს ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ელოდით ამას?- საერთოდ არ ველოდებოდი, გაოგნებული ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს. მიხარია ჩემზე ასეთ კარგ კომენტარებს როცა ვკითხულობ. საქორწინო გამოფენა იყო და ის ვიდეოც სწორედ მანდ არის გადაღებული. - შეყვარებული თუ გყავთ?- დაკავებული ვარ, დიდი ხანი არაა რაც შეყვარებული ვარ, ჩემი რჩეული არქიტექტორია, მაგრამ პირადზე ბევრს ვერ ვისაუბრებ.

თიკო ჩხეიძე

1775072520

„ძმა, ჩემი ქორწილიდან, მეხუთე დღეს დამეღუპა... ტატა ცხრა წლის იყო, ბავშვებს ეთამაშებოდა, როდესაც ეს უბედურება მოხდა “ - თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში იმ განსაცდელებზე ისაუბრა, რომელიც მან, მისმა მშობლებმა და მეუღლემ ფეხბურთელმა ნუკრი რევიშვილმა გაიარეს. თიკოს 18 წლის წინ, ქორწილიდან მეხუთე დღეს უბედურება დაატყდა თავს და ძმა დაეღუპა, რამდენიმე წლის წინ კი უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ქალიშვილი ტატიანა გარდაეცვალა. თიკომ ჟურნალ "სარკესთან" პატრიარქის შესახებაც ისაუბრა. - ბოლოს პატრიარქს ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ შევხვდი. ჩემი მეუღლე ნუკრი იმ დღეებში საერთოდ არ ჭამდა. პატრიარქს რომ შევხვდი ქვასავით ვიდექი. თან ამხელა ტკივილი მქონდა გულში, თან პატრიარქის მიმართ ამხელა რიდი. ნუკრის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. პატრიარქი მივიდა და ჩემი მეუღლე გულში ჩაიკრა. მერე დაგვარიგა, გვანუგეშა გვითხრა, რომ გარდაცვალებით არაფერი მთავრდება. მერე ნუკრისთვის თეფშით ხილი გამოაგზავნა და დააბარა აუცილებლად მიირთვასო. სამი დღის უჭმელობის შემდეგ ნუკრიმ პატრიარქის გამოგზავნილი ხილი შეჭამა.- თქვენს ოჯახში მანამდე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, როცა ძმა დაგეღუპათ...- ჩემი ძმა 22 წლის ასაკში ჩემი ქორწილიდან მეხუთე დღეს დაიღუპა. ადამიანები, რომლებიც ქორწილში იყვნენ და ერთად ვხალისობდით ჩვენს ბედნიერებას, ხუთი დღის შემდეგ კი ასეთ უბედურებაში შევიკრიბეთ. ჩემს ძმას კოსტა ერქვა, მერე ვაჟი რომ შემეძინა კონსტანტინე დავარქვით.- ეს ტრაგედია რომ მოხდა, უმცროსი შვილი, იულია გყავდათ თუ მერე შეგეძინათ? - მყავდა. მაშინ 6 თვის იყო. როდესაც ეს უბედურება მოხდა, ტატა ორ ბავშვს ეთამაშებოდა. ბედისწერის ამბავია. ტატამ მოჰკიდა ხელი, მათ არ მოჰკიდეს, მაგრამ ყველაფერი დაინახეს (თიკოს გოგონა ეზოში თამაშისას დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა). მათი ტირილი დღემდე ჩამრჩა რაღაცნაირად. ახლა ჩემი შვილების ტირილზე სულ ის ემოცია მახსენდება. ყოველთვის ისე გავრბივარ, როგორც მაშინ გავრბოდი. 

ბერა

1774893240

ნანუკა გუდავაძე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

ბერა ივანჯშვილის და ნანუკა გუდავაძის უმცროსი ვაჟი დადუ იუბილარია. ოჯახური ფოტოები ნანუკა გუდავაძემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სადაც შვილებთან და მეუღლესთან ერთად არის. "დადუ გახდა 3 წლის" - წერს გუდავაძე.            View this post on Instagram                      

ხატია სიჭინავა

1774554600

„ეს იყო პატრიარქის ბოლო საჩუქარი ჩემთვის...“ - ხატია სიჭინავა

ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ სასწაულის შესახებ წერს, რომელიც მის ცხოვრებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.„ეს კონკრეტული ამბავი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და მინდა სხვებმაც მოისმინონ. ჩემი და პატრიარქის ურთიერთობა დაიწყო 2000 წელს, როდესაც მივედი სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც შემდეგ, ყოველ კვირას დავდიოდი. წინა რიგებში ვიდექი, რომ მისი წყალობა გადმოსულიყო ჩვენზე და დაველოცე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბოლო დროს მომხდარმა ამბებმა კიდევ უფრო მეტად მიმახვედრა, როგორ მიყვარდა და ამავე დროს მივხვდი, თავად როგორ ვუყვარდით პატრიარქს. როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მეორე დღეს დავავლე ხელი ჩემს შვილებს და გავიქეცი სამებაში. ავლაბრის მეტროდან სამი საათი ავდიოდით და შევედით ტაძარში. ეტყობა გაუაზრებელ ფონზე ვერ მოვიფიქრე რამე წამეღო, რომ იქიდან მადლი წამომეღო. როდესაც სახლში დავბრუნდი, ტელევიზორში ვნახე ჩემი მეგობარი კახა მიქიაშვილი და ვიფიქრე, რატომ არ წავიღე ჯვარი, რომ მიმეწოდებინა კახასთვის, დაედო პატრიარქის გულზე და მქონოდა მისი სასწაული ენერგეტიკა ჩემი შვილისთვის-მეთქი. კახას ტელეფონის ნომერი არ მქონდა, ინსტაგრამზე მივწერე, მეგობრებშიც კი არ მყავდა, მივწერე კახა თუ გაქვს შესაძლებლობა, შორიახლოს იქნებ პატარა ჯვარი მოიძიო, დაადო პატრიარქს გულზე და მიქაელი დამილოცოს-მეთქი, მეგონა არც ნახავდა მესიჯს და უცებ მომივიდა პასუხი, არ ვიცი აქედან გასვლას შევძლებ თუ არა და შენ თუ მოხვალ დაგეხმარებიო. ვუპასუხე, იმდენი ხალხია, შეიძლება ვერ მოვახერხო შემოსვლა-მეთქი. ვუყურებდი ტელეფონს და ვფიქრობდი, თუ ღირსად ჩამთვლის პატრიარქი თვითონ გამომიგზავნის ამ ჯვარს ჩემი შვილისთვის-მეთქი, მთელი გულით მინდოდა ის ჯვარი და რამდენიმე საათში მომივიდა კახას მესიჯი: ხატია როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს და პატრიარქს, ფეხებში რაღაც ვიგრძენი და ჯვარი დავინახე, პატრიარქმა გამოგიგზავნაო. ცრემლები წამომივიდა. პატარა ჯვარი ვითხოვე და მაინცდამაინც ის იპოვა. ეს იყო პატრიარქის ბოლო საჩუქარი ჩემთვის. კიდევ უფრო საოცრება იყო ჩემთვის, როდესაც მივედი სიონში, კახამ ზუსტად ისეთი ჯვარი გამომიტანა, როგორიც წარმოდგენილი მქონდა ჩემი შვილისთვის. ყველაზე მთავარი ის არის, იმ ქაოსში, ასეთი პატარა ჯვარი როგორ დაინახა. ზუსტად მჯერა, პატრიარქმა თავისი უდიდესი ენერგეტიკით გამომიგზავნა ის ჯვარი და ეს დააჩქარებს ეს ჩემს გზას გვირაბის ბოლოს“, - ამბობს ხატია სიჭინავა ვიდეოში. 

ქეთა თოფურია

1774465624

„ჩემო ხატია...“ - ქეთა თოფურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ქეთას სთორიდან ირკვევა, რომ მისი უახლოესი მეგობარი, ხატია ბიგანიშვილი დაიღუპა. ქეთას და ხატიას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. „მსუბუქი იყოს მიწა შენთვის, ჩემო ხატია“, - წერს ქეთა თოფურია. 

ნინო მუმლაძე

1774460352

„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს

მსახიობმა ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეო ჩაწერა, სადაც  განაცხადა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირს ფორმაში ჩადგომა. ნინომ ვიდეოში განაცხადა, რომ წონაში კლების მიზნით ქირურგიული ჩარევითაც დაინტერესდა, მაგრამ ერთ-ერთმა კლინიკამ ფინანსურ შეღავათზე უარი უთხრა.ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, გამოსავალი გამოჩნდა და ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ უამბო. - ბარიატრიის გაკეთება არ მინდა, რადგან სარეაბილიტაციოდ დიდი დრო სჭირდება და ამის არც დრო მაქვს და არც საშუალება, რადგან რომ დავჯდე არ ვიმუშაო ჩემს შვილს ვინ აჭმევს. ჩემი ჭარბი წონა არ არის ზედმეტი კვებით გამოწვეული, ეს გამოიწვია არასწორმა კვებამ. თან მაქვს მაღალი კორტიზოლი და მაღალი გლუკოზა.კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, გაიძულებს ცუდი რაღაცების ჭამას, ცხიმის სახით მარაგს იკეთებს ორგანიზმში, გლუკოზა ამას აკავებს და ხდება კატასტროფული მატება. სამწუხაროდ აღმომაჩნდა იმ პრეპარატის მიუღებლობა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს. გავიგე, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც კეთდება კონკრეტულ კლინიკაში, მაგრამ ბარიატრიულ ოპერაციაზე ბევრად მარტივია და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ ხდება წონის სწრაფი კლება, რაც შემდგომ კანის მოშვებას იწვევს.ვესაუბრე კლინიკის წარმომადგენელს, რომ მათთან ენდოსკოპიური ბარიატრია ბარტერით გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსურ შეღავათზეც უარი მივიღე. ეს ოპერაცია 17 000 ლარი ჯდებოდა, თან არცერთი დაზღვევა არ ანაზღაურებდა.ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, დამირეკა კლინიკა „ვივა მედის“ წარმომადგენელმა, მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს და გაუკეთეთ რაც სჭირდებაო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ ამ ზარმა როგორ გამახარა, აუცილებლად გადავუხდი პირადად დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს. 

კესო ბერუაშვილი

1774042457

„დედა საპატრიარქიში რომ არ მისულიყო ყველანი ქუჩაში აღმოვჩნდებოდით და არ ვიცი რა ბედი გვეწეოდა“ - კესო ბერუაშვილი

მოდელი კესო ბერუაშვილი ფართო საზოაგდოებამ პროექტიდან "პრაიმ ჰაუსი" გაიცნო, მიმზიდველი და ხმაურიანი მანდილოსანის უკან აღმოჩნდა, რომ რთული ბავშვობა დგას. საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ კესომ პირად გვერდზე უწმინდესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. "პრაიმ ტაიმი" ფოტომოდელს ესაუბრა. - ძალიან მეტკინა გული პატრიარქის გარდაცვალების გამო, რომელსაც ჩემზე და ჩემს და-ძმაზე უდიდესი ამაგი აქვს. როდესაც პატარები ვიყავით, მამას ახალი ცოლის მოყვანა უნდოდა და დედაჩემი შვილებთან ერთად გამოაგდო ბებიაჩემმა სახლიდან. 90-იან წლებში უდიდესი გაჭირვება იყო ქვეყანაში და საპატრიარქო ჩვენს გარდა უამრავ ბავშვზე ზრუნავდა. მოგვცეს თავშესაფარი, დედას მენტალური პრობლემები ჰქონდა, სათანადოდ ვერ გვივლიდა. ამ ყველაფერს თვალს ადევნება საპატრიარქო და ვინაიდან დედა ფიზიკურადაც ვეღარ გვივლიდა სხვა ოჯახში გაგვაშვილეს. 18 წლამდე სწორედ იმ ოჯახში ვიზრდებოდით, სიღარიბე რა იყო ისე გავიზარდე არ მინახავს. საპატრიარქო დედაზეც ზრუნავდა და ჩვენც არაფერს გვაკლებდა ახალ ოჯახში, შუქის წასვლა რა იყო ისიც კი არ ვიცოდით. გვქონდა გენერატორი, კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი და ყველაფერი. სიღარიბე რა არის მაშინ გავიგე, როდესაც 18 წლის გავხდი და ბებიაჩემის სახლში გადავედით. საპატრიარქო მანამდე ზრუნავდა ჩემზე სანამ პირველი სამსახური არ ვიშოვე. დედა საპატრიარქიში რომ არ მისულიყო ყველანი ქუჩაში აღმოვჩნდებოდით და არ ვიცი რა ბედი გვეწეოდა. - პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტო სად არის გადაღებული?- ის ფოტო საპატრიარქოში ილია მეორეს დაბადების დღეზე არის გადაღებული. ჩვენ ყოველ წელიწადს მივდიოდით მის დაბადებია დღეზე. სადაც ჩვენთან ერთად ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წითელი თმები მქონდა და პატრიარქი ყოველთვის გამომარჩევდა სხვა ბავშვებისგან. ქრისტინეთი მომმართავდა. საჩუქრების ფული ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ ჩემი აღმზრდელი ოჯახი მეუბნებოდა პატრიარქს ლექსი დავუწეროთო და ვწერდი ლექსებს, ვჩუქნიდი და ის ამას ინახავდა. ნახევარი საქართველოს ბავშვები სწორედ პატრიარქმა გადაარჩინა, მათგან ბევრი არის დღეს ცნობილი, თუმცა ვერ დავასახელებ. 

მამა შალვა

1774024479

„გამაფრთხილეს, პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო“ - მამა შალვამ უცნობი ამბავი გაამხილა

 მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში “იმედი Live”, პატრიარქის და მისი ურთიერთობიდან აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.”როცა პატრიარქთან მიწევდა მორიგეობა დედებმა გამაფრთხილეს,  პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო. არ გაბედო, ეგეთი რამე არ გააკეთო, რადგან დიაბეტი აქვს და ნაყინი არ შეიძლებაო. მართლაც დედები როცა გამოვიდნენ კელიიდან და ყველამ დაიძინა. ნახევარ საათში გამოვიდა უწმინდესი და მითხრა, ნაყინი მიყიდეო. გამოვედი წრე დავარტყი ეზოს, ვიფიქრე ალბათ პატრიარქმა უკვე დაიძინათქო და ავედი. დამხვდა და უყურებდა ტელევიზორს. მოვატყუე უწმინდესი, არ იშოვებოდა ნაყინი-მეთქი. როგორია პატრიარქის მოტყუება? შინაგანად დამენგრა ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი მისთვის არ უნდა მიმეტანა ნაყინი. მთელი ღამე ვერ დავიძინე, დედა ღვთისმშობელს პატიებას ვთხოვდი.  რამდენიმე დღის შემდეგ რიცა ისევ მომიწია მორიგეობა, ვუთხარი მაპატიეთ, იმ დღეს არც კი წავსულვარ ნაყინზეთქო. საღამოს გამოვიდა, 50 ლარიანი მომცა და მითხრა ამის ნაყინი მიყიდეო, მაშინ 50 თეთრი ღირდა ნაყინი და ასი ნაყინის ფული იყო. დიღომში იყიდებოდა ძვირიანი ნაყინები და პატრიარქისთვის ბევრი ნაყინი რომ არ მომეტანა დიღომში წავედი. როცა მოვიტანე, სწრაფად დავიწყე ბევრი ნაყინის ჭამა, პატრიარქს ცოტა რომ შეხვედროდა, თვითონ მხოლოდ ნახევარი ნაყინი ჭამა და დანარჩენი მაცივარში დავმალეთ. მეორე დილით როცა გაუზომეს შაქარი და მომატებული ჰქონდა, დაიწყეს ექიმებთან რეკვა და იმის გარკვევა, საიდან აეწია შაქარი, პატრიარქი მეუბნებოდა არ თქვა ნაყინი რომ ვჭამეო და როცა უკვე გადაფრენაზე დაიწყეს ფიქრი, დედაოებს ვუთხარი, მე ვაჭამე ნაყინი-მეთქი და იმის მერწ გამომიშვეს საპატრიარქოდან” - გაიხსენა მამა შალვა კეკელიამ.