დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბავშვობაში დაგაბრუნებთ გათვლები, რომელსაც მეოცე საუკუნის ბავშვები "დამალობანას" თამაშის დროს ამბობდნენ. ფეისბუქგვერდმა "თბილისური ამარკორდი" გათვლები გაიხსენა. გთავაზობთ რამდენიმეს. ცოტა ხნით დაბრუნდით ტკბილ ბავშვობაში...
"ერთი-ორი-სამი, სამი კაპიტანი.
ვალოდია ნეფე, ნინო - პატარძალი."
"ნინომ დაკლა ქათამი, არ მაჭამა ბარკალი.
ავიხედე ბალკონზე, ნეფე იჯდა გარშოკზე.
აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში."
"ბიჭმა წერილი დაწერა, გადააგდო ზღვაში,
ზღვა აღელვებულა, ბიჭი ატირებულა.
ცხვეს, ცხვეს, ცხვეს, ტორტი გამოცხვეს,
ვისაც ჭამა არ უყვარს, გარეთ გაბრძანდეს."
"ასკინკილა კინკილა, დღეს შაბათი ხვალ კვირა..."
"გოგო ნუ ხარ ლამაზი, მოგიტაცებს თამაზი, თამაზია ლოთი, ჯიბეში აქ ბოთლი, ამოიღებს დალევს, გადაკოცნის ქალებს."
"აირები, მაირები, ჭიქები და საინები, ნემსები და მახათები, პაპიროსის ქაღალდები, ნარმა მიტკალი, რა გინდა მითხარი."
"კრუხმა თქვა თქვა თქვა, ეს რა დამემართა, წიწილები გამოვჩეკე, ყველა დამეფანტა, ვჩეკე 1, ვჩეკე 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, რვაჯერ რვა თექვსმეტი, შენ გამოხვალ ჩეერჩეეტიიი."
"გერმანელი ხეზე ზის, ჟღვლინტი ჩამოსდის, დედამისი ეკითხება, შვილო, რა მოგდის. ქართველებმა გაიმარჯვეს, მე გული მომდის. ეს რომ გიტლერმა გაიგო, უბეში ცოცხი ჩაიდო, თავზე გარშოკი დაიდო, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 შენ გამოხვალ ჩერჩეტი."
"ვინც იხილოს, იხილოს, შავი ჭირი იხილოს."
"ენკი-ბენკი სიკლისა, ენკი ბენკი, ბაა, წლები სიხარულისა გა-ვი-დააა.."
"სუპი, სოუზი, გადი მოუსვი."
"ესა მესა, გადის ესა, ავაშენებ საქათმესა, შიგ მელია შებრძანდება, გაბეყილი გაბრძანდება."
"გზაზე მიდის ურე-მი, მას გა-უტყდა უღე-ლი, რამდენი ლურსმანი დასჭირ-დებოდა მას, ჩქარა უნდა თქვას!"
"დედას ჰყავდა ოცი შვილი, ოცი ერთად გამოზრდილი: ილარიონ, ბესარიონ, დაფნი, დაირა, როსტომ, ყაირა, ჭიპიტონი, ჭაპიტონი, გულღვა, გულმიდონი, იპოლიტე, პოლისკარტი, სოგრატი და მარო... დივლი დალალალო!"
"ბებია მყავდა პოვარი, დარჩა გაუთხოვარი, დავალევინე მაჭარი, დავაწყებინე კანკალი, დავალევინე ვოდკა, გადაბრუნდა მოკვდა."
"ელია, მელია, თვალი გამიხელია.
ვინც არ არის დამალული, ეს რა ჩემი ბრალია.
თვალს ვახელ, ჩიტს ვაფრენ,
ვიხილები და მოვდივააარ."
"რაზ დვა ტრი, შემოტრიალდი! ხელში ტორტი დაიჭირე გაგვიმასპინძლდი."
"ჩაიდანი დუღს,
ორთქლი ამოდის,
ფანჯარაში გაიხედე, დედა არ მოდის?"
"ათაქ თუთაქ, თუთაქო,
ჩონჩოლიკის მუთაქო, აქო, მაქო,
ვის გაიყვან თქვასო."
ასევე დაგაინტერესებთ: ბედნიერების ცრემლებიც ვღვარე, ოღონდ ჩუმად. მაკა საოცარი გოგო ყოფილა..." - ვაჟა დურგლიშვილი შვილსა და მაკა ზამბახიძეზე