„მოერიდეთ ალკოჰოლს, თამბაქოს, ასევე სიმძიმეების აწევას“ - ასტროლოგის გაფრთხილება

mikheil cagareli

დღეს სავსემთვარეობაა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას შემდეგი რჩევებით მიმართავს:

„დღეს, 16 თებერვალს სავსემთვარეობაა და ნუ გადაიტვირთავთ ორგანიზმს მძიმე და რთული საკვებით, მსუბუქად დანაყრდით, ან სულაც ხილის ან ბოსტნეულის განტვირთვის დღე მოაწყეთ, მოერიდეთ ალკოჰოლს, თამბაქოს, ასევე სიმძიმეების აწევას… ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გადაღლას, სანერვიულოს…

ეს დღე მშვიდად განვლეთ, თუ მედიკამენტებს ღებულობთ, ყურადღებით იყავით, არ დაგავიწყდეთ მათი მიღება. მნიშვნელოვანია, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება.. ამ დღეს ძალიან კარგია ფურცელზე დასამთავრებელი საქმეების გეგმის ჩამოწერა, ისეთი საქმეების, რომლის დასრულებაც დროში გაიწელა და მისი დამთავრება გერთულებათ…

შემდეგ უახლოეს დღეებში ძალიან ეფექტურია ვარჯიშის, დიეტისა და მასაჟების დაწყება, რადგან სამმაგად ეფექტურია და მეტ შედეგს მიიღებთ, ნაკლები ძალისხმევით. იზრუნეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს“, - წერს ასტროლოგი.