„ეს პერიოდი სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის“ - რა რიცხვს ასახელებს ასტროლოგი

გიგაური

15 თებერვალს მერკური თხის რქიდან მერწყულის ზოდიაქოში გადავა და იქ 10 მარტამდე დარჩება.
მერკურის მერწყულში საკმაოდ ძლიერი და შემოქმედებითია, ამიტომ ზემოთ აღნიშნული პერიოდი კრეატიული ადამიანებისთვის საკმაოდ სასიკეთო იქნება, - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს.

მისი თქმით, ამ პერიოდში გაძლიერდება პრობლემის არასტანდარტულად, განსხვავებულად დანახვის უნარი და შესაბამისად, შესაძლებელი გახდება, პრობლემებს შესაბამისი გადაწყვეტაც მოეძებნოს.

„ეს საკმაოდ განსაკუთრებით სასიკეთო პერიოდი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც ციფრულ სამყაროს უკავშირდება. ამ პერიოდში მერკურის სიგნიფიკატორი (წარმმართველი) პლანეტა ურანი იქნება, რომელიც სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებს მართავს.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობების საკითხი, რადგან მერკურის მერწყულში პოზიცია მიანიშნებს ურთიერთობების განვითარებას, თანამოაზრეებისა და მეგობრების მოძიებისა და მათთან არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ეს პერიოდი სასიკეთო იქნება ასევე ასტროლოგიასთან და საერთოდ, ეზოთერული დისციპლინების შესწავლისთვის (ან თუნდაც დაწყებისთვის). პლანეტა ურანი (მერწყულის მმართველი) ხომ სწორედ ასტროლოგიას მართავს.
ამ პერიოდში არსებობს სამყაროსთვის გაგზავნილ კითხვებზე პასუხების მიღების მაღალი ალბათობა. მოსალოდნელია იმ ადამიანებმა, რომლებიც ეძებენ გარკვეულ პასუხებს, სწორედ ამ პერიოდში მიიღონ.
ეს სასიკეთო პერიოდია პიროვნული განვითარებისთვის, ახალი პიროვნული განვითარების შესახებ ლიტერატურის გაცნობისთვის, ხასიათზე მუშაობისთვის და პიროვნული „განახლებისთვის“ ( „აფდეითისთვის“).

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ბუნებრივია, სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური სწორედ ჰაერის სტიქიის ნიშნებში აქვთ განთავსებული, რადგან 15 თებერვლიდან - 10 მარტამდე პერიოდში ტრანზიტული მერკური მათ ნატალურ მერკურთან სასიკეთო პოზიციას დაიკავებს“, - ვკითხულობთ გიგაურის პოსტში.