პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ღამის პრაიმ თაიმში" სტუმრობისას ასტროლოგ ხათუნა ნოელით თოქშოუს წამყვანები დაინტერესდნენ. მათ შორის, ზურა ხაჩიძეც.
პირადი ჰოროსკოპის შედგენის მიზნით მან ასტროლოგს ნომერი გამოართვა.
ზურა ხაჩიძე: მინდა ვიცოდე ჩემი მინუსები, ძლიერი მხარე, სისუსტეები. აქამდე არასდროს არ გამიკეთებია პირადი ჰოროსკოპი. აი, გადაცემის ჩაწერისას კი, ხათუნა ნოელმა დამაინტერესა. ძალზედ საინტერესოდ საუბრობს.
მე აღმსარებელი ვარ, თუმცა ასტროლოგთან მისვლა წინასწარმეტყველთან მისვლა და ცოდვა არ არის. და ის, რომ ადამიანმა იცოდეს მისი ძლიერი მხარე, თუ სხვა მისთვის სასარგებლო თემები, რატომ არის ცოდვა?
გადაცემის ჩაწერის დასრულებისას, ერთი პატარა ინციდენტი მოხდა, რაც ბუნებრივია, უყურადღებოდ არ დაგვრჩენია. ქალბატონ ხათუნას ფეხსაცმელზე ქუსლი მოტყდა.
ხათუნა ნოელი: ეს აშკარად ჩემსკენ წამოსული ნეგატიური ენერგიის გამო შემემთხვა. ჩაწერის დროს ვიგრძენი სახეზე როგორ ვხურდებოდი. პოლემიკისას ავნერვიულდი, რადგან ერთი სტუმარი ჩემს პროფესიონალიზმს შეეხო. ეს არასასიამოვნოა.
მე შენთან ცნობილ ჟურნალისტთან ერთად ვიყავი, რაღაც "სისულელები" მელაპარაკე და რაც მითხარი, არაფერი არ გამართლდაო, მითხრა ამ მამაკაცმა. მეს ეს კაცი თვალით არ მინახავს. შეიძლება რიგითი კლიენტი ვერ დავიმახსოვრო, მაგრამ ცნობილ სახეებს იმახსოვრებ, არა? სკლეროზი არ მაქვს. ეთერის მერე გეტყვი, რომელ ჟურნალისტთან ერთად ვიყავიო, თქვა. დასრულდა გადაცემა, მაგრამ სად არის? რატომ გაიქცა?
თუ რომელ ცნობილ მამაკაცზე საუბრობს ასტროლოგი, ამას მომავალ სამშაბთს თოქშოუ "ღამის პრაიმ თაიმში" იხილავთ.