დააკავეს ტექინსპექტირების თანამშრომელი, რომელმაც ავტომობილის ინსპექტირების დადებითი ანგარიშის სანაცვლოდ მოქალაქისგან 100 ლარი აიღო

მკ

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, სანაცვლოდ კი მოქალაქისაგან აიღო 100 ლარი.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.