„ნივთი, რომელიც სახლში არასდროს უნდა გქონდეთ და თუ გაქვთ, გადააგდეთ“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

 გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს ნივთს, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება და თან, არაერთი და მისი გამოყენება საზიანოა.

ნივთი, რომელიც სახლში არასდროს უნდა გქონდეთ და თუ გაქვთ, უნდა გადააგდოთ - ეს არის დასაბანი ღრუბელი. ეს არის ბაქტერიების ბუდე, ხშირად, სოკოებისაც. როდესაც თქვენ ამით იბანთ, კანზე არსებული ბაქტერიები და ჭუჭყი ამაზე გადმოდის და მრავლდება. სანამ ეს გაშრება იმდენი გამრავლდება, რომ შემდეგი გამოყენების დროს,  მექანიკური ხეხვის შემთხვევაში, კანში მყარად ჩაჯდება. ამიტომ არის, რომ ზურგზე გამონაყარი არასდროს გირჩება. ფოლეკულიტი, მექანიკური აკნე, ატოპიური დერმატიტი და კიდევ ბევრი სხვა. 

გეტყვი, რა უნდა გააკეთო: პირველ რიგში, ღრუბელი უნდა გადააგდო. თუ გადაგდება არ გინდა, კვირაში 2-ჯერ კარგად გარეცხე ცხელი წყლით, ანტისეპტიკით და კარგად გააშრე, რომ ბაქტერიებმა გამრავლება ვერ მოასწრონ. კიდევ უფრო უკეთესი, თუ ოჯახის ყველა წევრს, საკუთარი ღრუბელი ექნება“, - ამბობს ღოღობერიძე.