პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს შემთხვევაზე, რომელმაც ახლახან, შიშისგან, ლამის "მარცხი" განაცდევინა. აი, რას წერს ის.
დათო გორგილაძე: - ამასწინათ, ერთ საღამოს, ეშმაკებმა ამაწრიალეს და რატომღაც, არ ვიცი რატომ, ვუყურე ფილმს "ანაბელი". ვინც არ იცის, საშინელებათა ფილმია, რომელშიც მთავარი უარყოფითი პერსონაჟი მახინჯ თოჯინაშია განსხეულებული.
დამთავრდა ფილმი, დავიძინე.
მომდევნო დღეს დილის გადაცემა მქონდა. მაღვიძარამ 05:00-ზე დარეკა. ავდექი და მოძრაობა დავიწყე ჩაბნელებულ სახლში. თურმე არც ეგრე მარტივადაა საქმე, ბოროტს არ სძინავს.
რემედიოსს ჩართული დაუტოვებია თოჯინა, რომელიც ქართულად მეტყველებს. მივდივარ ბნელ დერეფანში და უცებ მესმის ხმა: "გინდა გეთამაშო?".
ჩემი ჰიგიენური დეტალების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ.მადლობა, ნახვამდის.