პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში თავისი ყოველდღიურობის პატარა შემთხვევაზე წერს და ფეისბუქმეგობრებს ახალისებს.
"ჭავჭავაძეზე ერთი წერტილი მაქვს ამოჩემებული, ყავას ავიღებ და ვაგრძელებ გზას. დროთა განმავლობაში ვამჩნევდი, რომ კონსულტანტი სულ უფრო და უფრო უხალისოდ აკეთებდა თავის საქმეს. ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი არასწორად. დღეს ამოვხსენი რატომაც და კიდევ ერთხელ დავაფასე დალაგებული ქართულის ძალა. ასე, ძალით დამტვრეული წინადადებით მივმართავდი ხოლმე:
- ამერიკანო მინდა, პატარა. დღეს სხვანაირად ვცადე: - პატარა ამერიკანო მინდა. ვთქვი და გაებადრა სახე. დარწმუნდა რა, რომ მოარშიყე და ღლაბუცა წვეროსანი სათვალიანი ბიძერი არ ვარ", - წერს დათო ფეისბუქზე.