"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიცინტერვიუ ჩაეწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ ახალ მონაწილეს, ნინი დადუს მივმართეთ.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ შევიცვალე, მეტად დაკვირვებული გავხდი, ახლა უფრო მეტად მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის, უფრო ემოციური ვარ.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი...
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომენტარებში ასეთ რაღაცებს დამიწერდნენ. (იღიმის)
- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
- უფრო მეტს ვიშრომებდი საკუთარ თავზე...
- სტიმულს მაძლევს...
- სტიმულს ყოველი დღის გათენება მაძლევს. თუ რამე უსიამოვნო მოხდა დღის მანძილზე, ვიცი, რომ მოსაღამოვდება და ხვალ ახალი დღე გათენდება. მზიანი დღე უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...
- მინდა, ადამიანებს ვუყვარდე...
- პირველი სიყვარულის ისტორია...
- ჩემი მეზობელი მიყვარდა, ბახა, ასაკით ჩემზე დიდი იყო. მაშინ ყიფშიძეზე ვცხოვრობდი. სადარბაზოში ვუწერდი, რომ მიყვარდა და ასოები მეშლებოდა. ამაზე ეცინებოდა...
- ვერასდროს ვიქნებოდი...
- ვერასდროს ვიქნებოდი ბოროტი და აგრესიული...
- მეშინია...
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის...
- რჩევას ვიღებ...
- რჩევას მშობლისგან და მეგობრებისგან ვიღებ...
- მოხუცი ვიქნები...
- ალბათ, ყველაზე მზრუნველი. ჩემი თავი ესპანეთში წარმომიდგენია...