„2 წელი ვიყავით ერთად... ვშორდებოდით და ვრიგდებოდით...“ - რას ნანობს ნინი დადუ

ნინი

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიცინტერვიუ ჩაეწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ახალ მონაწილეს, 33 წლის ნინი დადუნაშვილს მივმართეთ. ნინი პროფესიით ჟურნალისტია.

→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

 მსახიობობაზე... ახლა მინდა, რომ ვიყო კარგი ჟურნალისტი.

→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?

სიმღერის და ცეკვის. ვცეკვავ ლათინურ ცეკვებს, მაგრამ მთლად ნიჭიერი არ ვარ.

→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?

თუ არ ვმუშაობ, საკუთარ თავს... ასევე ბევრს ვსეირნობ და ვკითხულობ ხოლმე.

→ დედაჩემი მომკლავს თუ...

ისეთ საქციელს ჩავიდენ, რაც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. არ მაპატიებს ვულგარულობას, უზრდელობას და სიგარეტის მოწევას.

→ სად იცხოვრებდი?

ესპანეთში. ვფიქრობ, გარეგნობით და ხასიათით ესპანელს ვგავარ. ძალიან მხიარულები, პოზიტიურები არიან. ვგიჟდები ესპანეთზე.

→ რამ გაგაოცა ბოლოს?

„პრაიმ ჰაუსში“ რომ აღმოვჩნდი. წინა სეზონზეც მქონდა აქ მოხვედრის მცდელობა. არ ვიცი რატომ მინდოდა ასე ძალიან. რომ ვხედავდი, აქ შემოსული ბავშვები როგორ იცვლებოდნენ, ვფიქრობდი, რომ მეც შემეძლო ეგრე გამეკეთებინა. თუნდაც, ცნობადობის კუთხით, ასევე, უფრო მეტად მუშაობ შენს თავზე, მეტი შემოთავაზებაა, იღებ გამოცდილებას...

→ პირველი სამსახური იყო...

16 წლის ვიყავი და ფლაერებს ვარიგებდი. შემდეგ უკვე ჟურნალისტად ვმუშაობდი. ვიყავი „იმედზე“, „პოსტ ტვ-ში“, „ჯიემთივიში“, რადიო „უცნობში“ და ასევე, პირველ არხზე. 

→ რით ხარ გამორჩეული?

ვფიქრობ, ვარ გულწრფელი, ხანდახან ცოტა სასაცილო, მაგრამ არა დასაცინი. მხიარული... ვფიქრობდი, რომ გარეგნობითაც ვიყავი გამორჩეული, ყოველთვის მეგონა, რომ განსხვავებული გარეგნობა მქონდა, მაგრამ გუშინ კომენტარებს რომ გადავხედე... ყველა მიწერს, რომ მახინჯი ვარ...

→ რით ხარ უკმაყოფილო?

საკუთარი თავით. ვფიქრობ, ამ ასაკში უფრო მეტის მიღწევა შემეძლო. 

→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?

ჩემი პროფესიის და საყვარელი ადამიანების;

→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია... 

→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

კეთილი, მხიარული და საყვარელი;

→ ბოლოს რაზე იტირე?

ცუდ კომენტარებზე ვიტირე, ლაივის წინ;

→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...

პირველად როცა შევხვდი ჩემს ყოფილ შეყვარებულს.  მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეყვარებული აღარ არის, კარგი მომენტი იყო. 2 წელი ვიყავით ერთად... ვშორდებოდით და ვრიგდებოდით. ახლა პირადში არაფერი ხდება, რადგან ისევ ის მიყვარს....

რას ნანობ?

ყველა იმ გადაუდგმელ ნაბიჯს, რომელიც უნდა გამებედა და ვერ გავბედე... 

რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

ჩემი ცხოვრების შეცვლა ახლა უკვე მინდა, რადგან ისეთ შოუში ვარ, მინდა, არ მინდა რაღაცები შეიცვლება. აქამდე რას შევცვლიდი? ალბათ, უფრო მეტი უნდა მესწავლა და მეტი მეშრომა. მიუხედავად იმისა, რომ არც სწავლა დამიკლია საკუთარი თავისთვის და არც შრომა, მაინც ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო.  

სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...

„ოღონდ მართლა“.