მეგობრობის 56 წელი - ბრიტანელი მეგობრები ყოველი კვირის ხუთშაბათს ერთსა და იმავე ბარში იკრიბებიან

მეგობრები

უკვე 56 წელია, მეგობრები ყოველ ხუთშაბათს ინგლისში კონკრეტულ ბარში იკრიბებიან, რათა მიმდინარე საკითხები განიხილონ. ათწლეულების განმავლობაში შეხვედრა მათ თითქმის არასდროს გამოუტოვებიათ. საუბრობენ ყველაფერზე - ძირითადად კი, მაინც პოლიტიკასა და სპორტზე.

ყველაფერი სტუდენტობისას დაიწყო, როდესაც ახლად დამეგობრებულმა კურსელებმა გადაწყვიტეს, ლექციების შემდეგ ერთ-ერთი ახლომდებარე ბარის რეგულარული ვიზიტორები გამხდარიყვნენ. დროთა განმავლობაში ისინი დაოჯახდნენ, ახალი მეგობრებიც შეიძინეს და შეკრებები მეტად გაფართოვდა.

„ძალიან იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზის დროს გვიწევს შეხვედრის გამოტოვება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ შორის ერთს მაინც არ სცალია, დანარჩენებიც უარს ვამბობთ ჩვენს საყვარელ ბარში მისვლაზე", - ამბობს მეგობრებიდან ერთ-ერთი, პიტერი.

მათ სჯერათ, რომ ტრადიციული შეხვედრები დიდ როლს თამაშობს მათი მენტალური ჯანმრთელობისა და ზოგადი განწყობის შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, ის მეგობრებს შორის მუდმივ მჭიდრო კავშირს უზრუნველყოფს, ამიტომ ყველას ურჩევენ მსგავსი ჩვეულების შემოღებას.