მეგან მარკლი პრინცესა დაიანას ბეჭდით გამოჩნდა, რომელის ღირებულებაც $90,000-ია

მეგანი, ჰარი და დაიან

რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკში გამართულ დაჯილდოებაზე საზოგადოებამ არაერთი ცნობილი სახე იხილა, სადაც ასევე მეგან მარკლი და პრინცი ჰარიც გამოჩნდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

წყვილის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მეგანი წითელ ხალიჩაზე გამორჩეული ჩაცმულობით გამოჩნდა, მან „ლუი ვიტონის” თეთრ კაბას პრინცესა დაიანას ბრილიანტის ბეჭედი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 90,000 ამერიკული დოლარია. აღნიშნული ბეჭედი პრინცესას 1997 წელს ეკეთა, თავად ბეჭედი 90-იან წლებში ბრიტანელმა იუველიტმა Asprey-იმ შექმნა.