VIDEO: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჩხუბი თურქეთის პარლამენტში

თურქეთის პარლამენტი

ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში და დაშავებული დეპუტატი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაშია - სხდომათა დარბაზში კანონმდებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს დაუპირისპირდნენ.

ტრიბუნიდან სიტყვით "კარგი პარტიის" ერთ-ერთი წევრი გამოდიოდა, რა დროსაც ოპონენტებისგან შეურაცხმყოფელი რეპლიკები ისმოდა, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში მალევე გადაიზარდა.

თავის არეში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი ოპოზიციონერი დეპუტატი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.