VIDEO: კაცებისთვის შესვლა აკრძალულია – სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ

სოფლის სახლი

ეგვიპტის სამხრეთით, ასუანიდან, დაახლოებით, 120 კილომეტრში მდებარეობს პატარა სოფელი ალ-სამაჰი. იქ მხოლოდ ქალები და ბავშვები ცხოვრობენ.

ბიჭები დედებთან მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე რჩებიან, შემდეგ კი, მათ უნდა დატოვონ სოფელი.

როგორც ირკვევა, ეგვიპტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა მარტოხელა ქალებისთვის და 1998 წელს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქმარს გაცილებული და დაქვრივებული ქალების სოფელი გააშენა. ამ დასახლებულ პუნქტში, დაახლოებით, 300 ოჯახი ცხოვრობს. იქ შესვლა მამაკაცებს კატეგორიულად ეკრძალებათ.

სახელმწიფომ ამ პროექტის ფარგლებში თითო ქალს გამოუყო სახლი და 1 ჰექტარი მიწა. დახმარების სახით, ყველა ქალმა სახლის ნივთები, ავეჯი, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები და პირუტყვი მიიღო. ამასთანავე, ქალებს შეუძლიათ მიიღონ მოკლევადიანი უპროცენტო კრედიტი 1-დან 3 წლამდე. აქედან გამომდინარე, ამ სოფლის ქალების საქმიანობა მეცხოველეობა და მიწათმოქმედებაა.

ალ-სამაჰას წესები ისეთია, რომ იქ ცხოვრება მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. თუკი ქალი იღებს გადაწყვეტილებას გათხოვდეს, მაშინ ის კარგავს ყველაფერს, რაც იმ სოფელში გააჩნდა. ამ ქალების ვაჟებიც კი მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე რჩებიან სოფელში.

სოფლის ყველაზე ხნიერი მცხოვრები 60 წლის ჰაგა აზზა გახლდათ. მისი თქმით, ქალების უმრავლესობა სოფელში იმიტომ არ რჩება, რომ იქ ადვილია ცხოვრება, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო, ბევრმა ქალმა დატოვა სოფელი და დღეს იქ მოსახლეობის მხოლოდ 1/3 დარჩა.

„ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შვილების ცხოვრება სიხარულით ავავსოთ და ვლოცულობთ ალაჰისთვის. ეს ყველაფერია, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, – ამბობს აზზა.