1734018035
„მადლობა ღმერთს და შენ, ჩემი შვილის გაბედნიერებისთვის“ - თეა დარჩია სიძეზე
თეა დარჩია სიძეს დაბადების დღეს ულოცავს. მოცეკვავე სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემს უსაყვარლეს, უკეთილეს და უმაგრეს სიძეს, დათუნა თოფურიას გაუმარჯოს.
ბედნიერებას და დიდ სიყვარულს, გამრავლებას გისურვებ, ჩემო დათუნა. მიყვარხარ, როგორც საკუთარი შვილები.
მადლობა ღმერთს და შენ, ჩემი შვილის გაბედნიერებისთვის" - წერს თეა ფეისბუქზე.
თეა დარჩიას უფროსმა ქალიშვილმა, "სუხიშვილების" მოცეკვავემ, მარიამ მათიაშვილმა გასულ ზაფხულს იქორწინა. აგვისტოში იქორწინეს მარიამის ძმამ, მირიანმა და ელიჩკა ბარამიძემაც. წყვილმა, ქორწინება ოფიციალურად, ბათუმში დააკანონა და სტუმრებიც მიიწვია... სწორედ ამ დღეს შეასრულეს თეამ და მისმა მეუღლემ, გუჯა მათიაშვილმა ცეკვა, რომელიც კარგა ხანს ახსოვდა საზოგადოებას...
ასევე დაგაინტერესებთ:
"ამასობაში 33 წელი გასულა" - თეა დარჩია გუჯა მათიაშვილთან თანაცხოვრებაზე
„ამერიკაში საცხოვრებლად დარჩენა გინდაო, რომ მკითხეს, არა-მეთქი... და როდესაც ჩემი გეგმები გავაცანი, მახსოვს, როგორი პატივისცემით შემომხედეს...“ - მარიამ ქარქაშაძე, მსახიობი და რეჟისორი დიდი გეგმებით