„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
კომბოსტოს მწნილი ზამთრის პერიოდში რეგულარულად უნდა მიირთვათ, რადგან ის მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის გაციების, გრიპის და საზოგადოდ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მწნილის ეს სახეობა ვიტამინების უნივერსალური წყაროა, შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს: C, B1, B2, B3, B6, K, U, პროვიტამინ A-ს.
კომბოსტოში უხვად წარმოდგენილი C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აფერხებს ქსოვილთა დაბერებას, ხელს უწყობს უჯრედთა განახლების (რეგენერაციის) პროცესებს.
კომბოსტოს მწნილი მდიდარია იოდით, რძის მჟავით, რომელიც ებრძვის ნაწლავის ჩხირს და სხვა მავნე ბაქტერიებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ კომბოსტოს მწნილის საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართვა აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს სიმსივნური პროცესების განვითარებას. ამ მწნილის მარილწყალი ორსულთათვის სასარგებლოა ტოქსიკოზთან საბრძოლველად.
კომბოსტოს მწნილი სიფრთხილით უნდა მიირთვან გასტრიტით, წყლულოვანი და ნაღველკენჭოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა.
აკადემიკოს-გასტროენტეროლოგის, ა. თ. ჩერნოუსოვის თქმით, საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს ამერიკელებმა პოლონეთში. პოლონეთში ქალები ბევრ კომბოსტოს მწნილს მიირთმევენ. აღმოჩნდა, რომ მათ სარძევე ჯირკვლის კიბო ბევრად უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც კომბოსტოს მწნილს არ ჭამენ. "ტყუილად არ უყვარდათ ის ჩვენს წინაპრებს, და ჩვენც გვირჩიეს" - ამბობს აკადემიკოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ და ვის შეუძლია ხმის მიცემა ნინი ბრეგვაძისთვის ამერიკულ „ვოისში“ - ნახეთ, წესები
„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს