დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ თი მაჭავარიანმა რჩეულზე იქორწინა.
ცნობილი ინფლუენსერის მეორე ნახევარი დავით გაფრინდაშვილია.
ქორწილის შემდეგ თიმ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და თითოეულ ადამიანს, რომელმაც მიდი დღის გალამაზებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა.
„უზომოდ დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ხედვის განხორციელებაში!
განსაკუთრებული მადლობა ადამიანს, რომელმაც შექმნა ჩემი ოცნების კაბა. იმაზე ბევრად უკეთესი გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა! არაამქვეყნიური პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და შრომა იმალება ამ კაბის მიღმა და მიხარია რომ ვენდე ისე, რომ სწორედ მას შეექმნა ჩემი დღის კაბა. იდეალურია ჩემთვის და ამაზე უკეთესი არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო! მადლობა!
@nailsunnytbilisi - გუნდს უზომოდ დიდი მადლობა! ✨ჩემი დღის✨ ვიზუალზე მათ იზრუნეს და უზომოდ კმაყოფილი ვარ საბოლოო შედეგით! სასწაული გოგოები არიან!
ამ ულამაზეს თაიგულს რაც შეეხება, @sisters_flowers.geo -ს ეკუთვნის! ეკამ ზუსტად იცოდა ჩემი სტილი და ის თუ რა მომეწონებოდა! მივენდე ბოლომდე და შექმნა სწორედ ის, რაც მე ყველაზე მეტად შემეფერებოდა და მომიხდებოდა.
და რაც მთავარია, მადლობა დათუნას, რომ ჩემი ბავშვობის ოცნებების ასრულებაზე და განხორციელებაზე მუდამ ზრუნავს და არაფერს იშურებს, რომ მე ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყო მსოფლიოში!
მადლობა ჩვენს კეთილმოსურნეებს მოლოცვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. და აქვე მადლობა ჩვენს მოძულეებს, რომ გვაძლევთ ძალას მეტი და მეტი ვაკეთოთ და არასდროს გავჩერდეთ! თქვენ კიდევ უფრო დიდ ცხოვრებისეულ, გულწრფელ ბედნიერებასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ. დაე თქვენც განგეცადოთ ისეთი ბედნიერება და სიყვარული, რასაც მე და დათუნა ყოველდღიურად განვიცდით. კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს ეკუთვნის ჩემი მადლობა, თუმცა დანარჩენი მერე იყოს.“ - წერს თი მაჭავარიანი.