1727944755
თი მაჭავარიანი ჯვრისწერისთვის ემზადება
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, ინფლუენსერი თი მაჭავარიანი ჯვრისწერისთვის ემზადება.
მისი თქმით, სულ რამდენიმე დღეა იქამდე დარჩენილი და მღელვარებამ უფრო იმატა.
„რამდენიმე დღე რჩება და მღელვარებაც იმატებს... 2 თვის წინ ვამბობდი, წინ დიდი დროა და ყველაფერს მოვასწრებ-თქო, დრო კი ისე მალე გავიდა, რომ ახლა ვღელავ, რამე რომ ვერ მოესწროს... ყველაზე მეტად მგონი კაბაზე ვღელავ, თუმცა ისეთ ხელშია, დარწმუნებული ვარ, ზღაპრული და ულამაზესი იქნება. ეს დღეებიც უზომოდ მალე ჩაგვიფრენს და უკვე ვეღარ ვითმენ, მაგრამ თან მაინც ვღელავ“, - წერს თი.
ცნობისთვის, „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ თი მაჭავარიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე დაიწყო - შეყვარებულმა ხელი სთხოვა.
ინფლუენსერი გამომწერებს უყვება, სად და როგორ გაიცნო საქმრო.
„მე და დათუნამ ერთმანეთი დაახლოებით, სამი წლის წინ გავიცანით. მაშინ, როცა მე საქართველოში ჩამოვედი. ერთმანეთს ერთ-ერთ დაბადების დღეზე გადავიკვეთეთ, ის წამყვანი იყო. ამის შემდეგ ერთმანეთს ძალიან ხშირად ვხვდებოდით ხალხმრავალ ადგილებში, შეკრებებზე, წვეულებებზე, ივენთებზე. გვქონდა ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა. ისიც იყო პირად ურთიერთობაში, მეც ვიყავი არაერთ პირად ურთიერთობაში, არაფერი ზედმეტი ჩვენ შორის არ ყოფილა. შემდეგ დათუნა მიხვდა, რომ დრო იყო, რაღაც ნაბიჯები გადმოედგა და ხელიდან აღარ გავეშვი, როცა მარტოები ვიყავით,“ - გაიხსენა თიმ.
მისივე თქმით, ქორწილს ზაფხულში გეგმავენ.