love actually

Love Actually-ის მსახიობები ფილმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბებიან

Love Actually-ის მსახიობები ფილმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბებიან. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

ფილმმა Love Actually მაყურებლის გული საუცხოო მსახიობებით, იუმორითა და სასიყვარულო ისტორიებით დიდი ხნის წინ მოიგო. უფრო მეტიც, 2023 წელს უკვე 20 წელი შესრულდება, რაც ჰიუ გრანტი, ემა ტომპსონი და კირა ნაიტლი თავიანთ კოლეგებთან ერთად ჩვენი ტელევიზორებისა თუ ლეპტოპების ეკრანებს ამშვენებენ, განსაკუთრებით, საშობაო არდადეგებზე.

ფილმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად მასში მონაწილე მსახიობები მომავალ კვირას ABC-ზე იკრიბებიან Love Actually-ზე სასაუბროდ, ასევე, იმაზე, თუ რას ნიშნავს თავად მათთვის სიყვარული.

 

მთავარი სიახლეები