დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ცოტა ხნის წინ „პრაიმ ჰაუსს“ ახალი მონაწილე, თაზო, იგივე თამაზა შეუერთდა. მის გულშემატკივრების უზარმაზარ არმიას ახლებიც შეემატნენ და ფოტოზე დასმული ლაიკებით უკვე ორი ჩელენჯიც მოიგო.
თამაზ ლოხიშვილი 24 წლისაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ეუფლება.
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსში“ ახალ მონაწილეს ესაუბრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. თაზო საკუთარ თავზე გვიყვება.
თამაზა: - ზოგადად, ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, მთავარია, გარემომ ხელი შემიწყოს. იცით, როგორი ბუნება მაქვს? თუ ჩავიკეტე, ვიკეტები ძალიან დიდხანს. მაგალითად, 1 კვირა.
- რა იწვევს ჩაკეტვას?
- თავი შეურაცხყოფილად არ უნდა ვიგრძნო. მინიმალური რაღაცების ახდენს ჩემზე გავლენას.
- ვინ არის თამაზა?
- თამაზა ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანია. არაფერზე მაქვს ამბიცია. მგონია, რომ ადამიანი, რომელსაც ამბიციები აქვს, უფრო დაბალია ვიდრე მაღალი. თაზოსა და თამაზას შორის არაფერია განსხვავება. არ მიყვარს, როცა ადამიანი რაღაცას იცვლის.
- საიდან დაიწყო შენი პოპულარობა?
- ამაზე ძალიან მეცინება. სოციალურ ქსელში გამოჩენა არ მიყვარდა. მიყვარს ადამიანები, რომლებიც სულ პოზიტიურები არიან. ახლაც, თვალს რომ ვადევნებ ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, დადებითია და კარგად განწყობილები არიან, რაც მაბედნიერებს. მქონდა იმის შიში, რომ ვიღაც ნეგატიურად მომიხსენიებდა.
თავიდან რომ გამოვჩნდი სოცქსელში, უმეტესობა ცუდი კომენტარი იწერებოდა, ბოლომდე ვერ გამიცნეს. ამდენმა ცუდმა შემბოჭა, ეს ყველაფერი ერთი წლის წინ იყო. მაშინ ჩემი მეგობარი ვიდეოებს საკუთარ ტიკტოკზე დებდა. ნახვები მილიონ-ნახევრამდე ადიოდა ერთ დღეში. მერე ქუჩაშიც მცნობდნენ ხოლმე. კომენტარებში წერდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი ლაპარაკის მანერა, ნაზიაო, არ მოსწონდათ ჩემი გრძელი თმა.
მათაც არ ვამტყუვნებ. ადამიანს თუ კარგი ფსიქიკა არ გაქვს, შეიძლება, სხვებმა ზეგავლენა მოახდინონ, ზოგისთვის გრძელი თმა მიუღებელია. ფიქრობენ, რომ ეს ცვლის ორიენტაციას და მენტალობას. ჰქონდათ შიში, არ მიებაძათ თამაზასთის და მათაც გრძელი თმა ჰქონოდათ. ზოგადად, მიმბაძველობა ძალიან ცუდია.
- რატომ გაქვს გრძელი თმა?
- ბევრს არ აქვს ასეთი თმა. მზეზე მიღიავდება და ოქროსფრად ბზინავს - სინათლეზე პიგმენტს იცვლის, კარგი ხარისხისაა. ძალიან წვრილღერიანი და ხშირია, ლამაზია... ბავშვობიდან ასეთი მქონდა. ყველა ფიქრობს, რომ შეღებილია. შეჭრაც მენანება და თანაც ძალიან მიხდება.
- როგორი რეაქცია აქვთ ოჯახის წევრებს ამ ყველაფერზე?
- სოციალურ ქსელებში, სადაც შესაძლებლობა მეძლევა, ამას ყველგან ვამბობ - რაც უნდა ვთქვათ, მაინც ოჯახებზე ვართ დამოკიდებულები. ამას რატომ ვხსნი - როცა შვილები მეყოლება, მინდა, რომ ისე იზრუნონ ჩემზე, როგორც მე ვიზრუნებ მათზე, თუ ასე არ მოხდა და დისბალანსი აირია, შეიძლება, კარგი სიბერე არ ჰქონდეს ადამიანს. ჩვენთვის კი ყველაზე მთავარი სიბერეა, ვიდრე ახალგაზრდობა. რატომ გავუსვი ამას ხაზი - ეს ჩემს მშობლებს ძალიან კარგად აქვთ გაანალიზებული. ისინი დიდ პატივს მცემენ. არ აქვს მნიშვნელობა თმას, მთავარია შვილს მშობელი უზომოდ უყვარდეს. ამიტომ რაღაც მომენტში, მშობელი დათმობაზე უნდა წავიდეს. როცა შვილს ძალიან უყვარს მშობელი, ყველაფერს გააკეთებს, რომ გახდეს წარმატებული. ეს უზომო სიყვარული რაღაცებს აღარ გარისკინებს. შენ რომ მშობელმა შეგზღუდოს, კარგად რეალიზებული ვერ იქნები.
- როგორია რეალურ ცხოვრებაში თამაზა, საკუთარ თავთან მარტო რომ რჩება?
- ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტს იცინის, უფრო ღრმაა. ფსიქოლოგიას ვსწავლობდი... იცით, რის გადახარშვა მიწევს ყველაზე რთულად? წყენის.
მაგალითად, შენ საზოგადოებაში „გამაბანძე“, იცი რას ვაკეთებ ამ დროს? ცუდ პასუხს არ გიბრუნებ, რადგან არ მინდა გაწყენინო. მერე ჩემ თავზე ვბრაზობ ხოლმე, ნეტა მეთქვა რამე მწარედ, მაგრამ არა. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ კარგი ვქენი, რომ მეც არ „გავაბანძე“. ბოროტი ადამიანი არ არსებობს, თუ ბოროტება არ გაუკეთე, შემდეგ სიკეთით ბრუნდება.
- სწავლის შეწყვეტა მოგიწიათ, რატომ?
- ჩემი მშობელი საზღვარგარეთ წავიდა, მერე პანდემია დაემთხვა. ამ დროს ვერ ვახერხებდი „ზუმში“ ჩართვას და ცხოვრების განრიგი ამერია. ახლა აკადემიური მაქვს აღებული, ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ.
- გარდა სახალისო ვიდეოკონტენტისა, კიდევ რით ხარ დაკავებული?
- გაყიდვების სფეროში ვმუშაობ. ერთ-ერთ კომპანიაში პროდუქტ-განვითარების მენეჯერი ვარ. ჩემი ყველაზე მთავარი საქმე ურთიერთობებია. არ მიყვარს ადამიანი, რომელიც რაც უნდა მოხდეს ცხოვრებაში, იცვლება. იცვლება უარესობისკენ. მე არასდროს ამივარდება თავში პოპულარობა, ეს ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ჩემთვის არაფერი მატერიალური მნიშვნელოვანი არ არის.
იტყვიან, კარგად აცვიაო. ეს მნიშვნელოვანი არ არის. თუ მექნება საშუალება, ვიყიდი 1 000 ლარიან ბოტასს, თუ არ მექნება - 30 ლარიანშიც მშვენივრად ვიქნები. არავინ არავისზე მეტია და არც ნაკლები.
- რატომ გადაწყვიტე „პრაიმ ჰაუსში“ შესვლა?
- მიზანი გამარჯვება არ არის. მე ყველა ადამიანს თავს ვერ შევაყვარებ და არც მაქვს ამის ამბიცია. ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი არ მყავს, ქაოსი რომ არ იყოს, მათი ჩამოთვლა უნდა შეგეძლოს. ვინც ყოველთვის გვერდით მყავს, იციან, როგორი ვარ, რანაირი, რომ დავრწმუნდი მათი ჩემს გვერდით ყოფნით და იმით, როგორიც ვარ, ისეთი ვეყვარები, ვთქვი, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია, მოდი, რაც იქნება, იქნება. გარისკვაც არ არის, საინტერესოა.
სანამ მე აქ შემოვიდოდი, ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველ დღე ლამაზად უნდა მეცვას. 2-2 ლუქი მომიტანეს, რომ ყოველ დღე სხვადასხვა მეცვას. მე როგორც არამატერიალისტს, სხვანაირი მეგობრები ვერ მეყოლებოდა. მატერიალისტი დამიწერდა - წარმატებები თამაზ და გული.
რამდენიმე დღის წინ ძალიან ბევრი ტკბილეული შემომიგზავნეს, 40 კაცს რომ დაანაყრებს. ვეუბნები, რომ არ შეწუხდნენ. მათ მადლობის მეტს ვერაფერს დავუბრუნებ.
- რა ხდება პირადში?
- იცით როგორი ფლირტი „მევასება“? ბევრი შრე რომ აქვს. დღეს გავიცანი და ხვალ ურთიერთობა მაქვს, ეგ ჩემთვის არ არის. მიწერა, მოწერა, შეხვედრა... ასეთი ურთიერთობები მომწონს.
- როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მოგეწონოს?
- უნდა იყოს ძალიან სუფთა, გაწკრიალებული. არ მიყვარს ადამიანი, ფეთხუმად რომ აცვია. საკუთარი თავის მოვლა უნდა უყვარდეს. უნდა იყოს ხალისიანი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს.