ლელა მებურიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე მამიდა გახდა - მსახიობი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ლელა მებურიშვილი

ლელა მებურიშვილი იუბილარია. როგორც ირკვევა, დაბადების დღის მილოცვებს, რომელსაც მსახიობი ტყუპისცალ ძმასთან ერთად იღებს, კიდევ ერთი მიზეზიც ემატება - მას ძმისშვილი შეეძინა.

ჩემი დაბადების დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ მარტო არასდროს ვარ. ყოველთვის ჩემ ტყუპისცალ ძმასთან ერთად მილოცავენ ამ დღეს, მაგრამ დღეს ყველაზე გამორჩეული და ჯადოსნური დღეა, იმიტომ რომ ბაჩო მებურიშვილის ულამაზესი პატარა გოგონა გაჩნდა, გაგვაბედნიერა და გაგავბრჭყვიალა ყველა. უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს კეთილი სიტყვებისთვის . ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის,“ - წერს სოციალურ ქსელში ლელა მებურიშვილი.

ასევე ნახეთ:

რატომ არ შეუძლია ქორწინება და შვილის ყოლა გოგა მანიას