WizzAir სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1727984106
ვინც სოციალურ ქსელს აქტიურად ადევნებს თვალს, ალბათ, კარგად იცის, რომ წინასწარმეტყველისა და ეზოტერიკოსის, გოგა მანიას ნათქვამი მთელი სიზუსტით ხდება და თან, უმოკლეს დროში. გოგას პირად ცხოვრებაზე ბევრმა არ იცის. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან „თბილისელებმა“ ჩაწერა:
წინაპარი თუ გყავდა მსგავსი უცნაური ნიჭით?
– სხვათა შორის, მსგავსი ნიჭი ბებიას ჰქონია, დედაჩემის დედას. მე არ ვიცნობდი, თუმცა, ვიცი, რომ, ამ ენერგიებისა და სამყაროსთან ვალდებულებების გამო, დედაჩემი აკვანში მიუტოვებია და სახლიდან წასულა. დედასაც დიდი ძალა ჰქონდა, მთელი დღეები ლოცვებში ატარებდა. სწორედ, დედამ მასწავლა მუხლმოდრეკილი ლოცვა, სანთლის გამოყვანა-გამოძერწვა. სხვათა შორის, თურქეთში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ ცოდნის გაღრმავებასა და გააზრებაში. თვითონაც კი გაოცებული დარჩა, როცა დიდხნიანი მარხვა დავიცავი და ურთულესი გზა გავიარე. ეს იყო სამყაროს გამოცდა, ის მე ჩავაბარე და ჩემი ტანჯვაც დასრულდა. მარხვის დასრულების შემდეგ ხელებზე სიმხურვალის შეგრძნება მქონდა და ზუსტად მაშინ გამომეცხადა ანგელოზი. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ვუდგები და მიხარია, რომ ვინც ჩემთან მოვიდა, ყველას უკეთესობისკენ შეეცვალა ცხოვრება. როცა ადამიანი მეუბნება, მეორედ დავიბადე შენი წყალობითო, მასთან ერთად მეც თავიდან ვიბადები. ბევრ ადამიანთნ მქონია ურთიერთობა, რომლებსაც დაბალვიბრაციული ჯადოს ზემოქმედება აქვთ, ამ ყველაფრის ფონზე კი – ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, ფსიქიატრიულში ათავსებენ სამკურნალოდ. თუმცა, ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ზუსტად ათ დღეში, სრულიად გამოჯანმრთელებულები არიან. როცა ჯადოს ზემოქმედებით და მაგიური ჩარევების შედეგად ადამიანის გამოჯანმრთელების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია, ასეთებიც ბევრი მომიბრუნებია ამ სამყაროში.
– პირად საუბარში აღნიშნე, პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვსო. რა იგულისხმე?
– დიახ, მე პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვს, არც ცოლისა და არც შვილის ყოლის. ანუ, არ შემიძლია, მყავდეს საყვარელი ადამიანი, ვიქორწინო და მყავდეს შვილი. სამყარო რაღაცას იღებს, რაღაცის სანაცვლოდ. ოღონდ ნურაფერს მკითხავთ. ეს დაფარული თემაა და მეტს ვერ გეტყვით. ზოგადად, ეზოტერიკა ნიშნავს დაფარულს, დახურულს და მეც მარტო ვცხოვრობ.