„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საერთაშორისოდ აღიარებულ ქართველ დიზაინერსა და“ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორს, დემნა გვასალიას ხალხის გაოცება კარგად გამოსდის.
დიზაინერი Antwerp’s Royal Academy of Fine Arts-ის 2022 წლის კურსდამთავრებულების ჩვენებაზე უჩვეულო იმიჯით მივიდა.
ქართველმა დიზაინერმა შოუსთვის სპორტული სტილი მოირგო, Balenciaga x Adidas-ის სამოსს, ბრენდის უახლესი კოლაბორაციიდან, ბეისბოლის კეპი და ჩიფსი “ლეისის” შეფუთვა, როგორც აქსესუარი, ისე შეუხამა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ საზოგადოების გამოხმაურება არ წყდება. ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით, “ბალენსიაგა” “ლეისთან” ახალი კოლაბორაციისთვის ემზადება.