დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
Demna Daily სოციალურ ქსელში, მარჯიელადან წამოსვლის შესახებ წერს.
„მარჯიელას პირადად არასდროს შევხვედრივარ. მაგრამ წერილი მივწერე და ჩემი მადლიერება გამოვხატე. მე ბრენდში იმიტომ დავრჩი, რომ მისი მემკვიდრეობა გადამერჩინა და განმევითარებინა, მაგრამ [ბრენდის დღევანდელმა მფლობელებმა] არაფრად ჩამაგდეს. სპეციალურად მომცეს პროექტი, რომელზე მუშაობა არ მინდოდა. იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ არაფრად ჩამაგდეს, ამიტომ წამოვედი.
12 წელი გავიდა და უკან არ მივბრუნებულვარ. როდესაც ლუი ვიტონში დავიწყე მუშაობა, უკვე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვიცოდი, რომ საკუთარი თავისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა. მიღებული ანაზღაურებიდან ფულის „გადადება“ დავიწყე. 2 წელში, საკმარისი თანხის შეგროვების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლუი ვიტონიდან წამოვსულიყავი. ფული ვეტმანის შექმნაში ჩავდე.
როდესაც ვეტმანი წარმატებული გახდა, ყველა ამბობდა, რომ მარჯიელას ვაკოპირებდი და ეს სირცხვილია, მაგრამ მე ვაჩვენე მათ რისი გაკეთება შემეძლო და მინდოდა მათი ბრენდისთვის, რისი ნებაც არ დამრთეს, მაგრამ დღეს მოხარულიც ვარ, რომ ასე მოხდა. სხვაგვარად, ახლა აქ არ ვიქნებოდი, არ იარსებებდა არც ვეტმანი და არც დემნა იქნებოდა „ვიღაც“.-