პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემა TIME-მა ქართველი დიზაინერი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ის პირველი ქართველია ვინც ამ სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ TIME-მა Balenciaga წლის 100 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის დაასახელა. 1919 წელს დაფუძნებული ბრენდი სიაში პირველად აღმოჩნდა.
რაც შეეხება დემნას,ის 1981 წელს სოხუმში დაიბადა. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა საერთაშორისო ეკონომიკა, რის შემდეგაც ანტვერპენის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩააბარა. 2006 წელს ტანსაცმლის დიზაინერის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009 წელს Margiela-ს გუნდს შეუერთდა. 2013 წელს Louis Vuitton-ში გადავიდა, სადაც ქალის ხაზის უფროსი დიზაინერი იყო. თავდაპირველად Marc Jacobs-ის ხელმძღვანელობით შემდეგ კი Nicolas Ghesquière-ის. მაგრამ Vetements მისი პროექტი იყო რომელმაც ის საერთაშორისო რადარზე გამოიყვანა. თუმცა, 2015 წელს მოდაში თამაში იცვლება და დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელად ინიშნება. 2016 წელს ის ამერიკის მოდის საბჭომ წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა, ხოლო 2017 წელს იგივე სტატუსი ბრიტანეთშიც მიანიჭეს. 2021 წელს გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო მიიღო, მან ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში გაიმარჯვა.