პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბევრმა არ იცის, რომ დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს, რამდენიმე პროფესიაზე უარი ოჯახის გამო თქვა.
ის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ ვინაიდან, იმ დროს საქართველოში მოდაში იყო საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩაბარება.
„ბავშვობაში კარგად ვხატავდი, ვფიქრობდი, რომ მხატვარი გავხდებოდი, მაგრამ როდესაც სახლში ვთქვი, ჩემებმა დაიწყეს: „მხატვარი რა პროფესიაა? ფულს როგორ იშოვი?“ როდესაც ტანსაცმლის დიზაინზე მეტი გავიგე და ინტერესი გამოვხატე, ჩემებმა თქვეს: „მოდა მდიდრების გასართობია, კაცი ხარ და ნამდვილი საქმე გჭირდება, რომ ოჯახი შეინახო“. მაშინ საქართველოში ბიჭისთვის მოდაში იყო საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი, ამიტომ მანდ ჩავაბარე. 4 წელი ვისწავლე, მაღალი ქულები მყავდა და სტიპენდიასაც მთავაზობდნენ. ჩემი ოჯახი ფიქრობდა, რომ ბანკში დავიწყებდი მუშაობას. მაგრამ რომ წარმოვიდგინე, მთელი ცხოვრება ერთ კაბინეტში უნდა ვიჯდე და რაღაც ფურცლები ვავსო .. ყველაზე უბედური ადამიანი ვიქნებოდი.“ - ჰყვება დემნა გვასალია.