კრისტენ სტიუარტმა და დილან მეიერმა იქორწინეს

კრისტენ სტიუარტმა და დილან მეიერმა იქორწინეს

კრისტენ სტიუარტი და სცენარისტი, დილან მეიერი, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და იქორწინეს.

მათ საქორწილო ფიცი ნიშნობიდან სამი წლის შემდეგ დადეს. TMZ-ის ინფორმაციით, წყვილმა ქორწინების ლიცენზია გასულ კვირას ლოს-ანჯელესის სასამართლოში აიღო. ხოლო ეს ამბავი ვიწრო წრეში კვირას, აღნიშნეს.

ახალდაქორწინებულებმა უპირატესობა მარტივ და არაფორმალურ ჩაცმულობას მიანიჭეს: სტიუარტს ღია ნაცრისფერი ზედა და მინი ქვედაბოლო ეცვა, ხოლო მეიერს - გამჭვირვალე თეთრი ზედა, შამპანის ფერის ქვედაბოლო და შავი ფერის ბაფთა ამშვენებდა. ფოტოებში ჩანს, როგორ ეხუტებიან ახალდაქორწინებულები ერთმანეთს და როგორ უკეთებს სტიუარტი ბეჭედს აწ უკვე მეუღლეს ხელზე.

კრისტენმა ნიშნობა საჯაროდ 2021 წლის ნოემბერში დაადასტურა.

„ვქორწინდებით, ნამდვილად ვაპირებთ. მინდოდა, რომ ჩემთვის ხელი ეთხოვა. ზუსტად აღვუწერე, რაც მინდოდა - და მან იდეალურად შეასრულა ეს. ვქორწინდებით, ეს ნამდვილად ხდება" - თქვა სტიუარტმა 2021 წელს.

ცნობისთვის, სტიუარტი, რომელიც Twilight-ის ფილმებში შესრულებული როლით გახდა ცნობილი, მეიერს პირველად 2013 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. თუმცა, მათი რომანი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა ისინი საერთო მეგობრის წვეულებაზე ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ.