1745397302
ხვალ მაგნიტური შტორმია - რას უნდა ველოდოთ დედამიწაზე

მზეზე აქტიურად ვითარდება კორონალური ხვრელი — ის არეალი, საიდანაც მაღალი სიჩქარით იფრქვევა მზის ქარის ნაკადები. სწორედ ამ სწრაფმა ნაკადებმა უკვე გამოიწვია გეომაგნიტური რყევები, ხოლო 24 აპრილს მოსალოდნელია კიდევ ერთი, შესამჩნევი მაგნიტური შტორმი.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში მეცნიერების ყურადღება მიპყრობილია მზის დისკოზე მზარდი კორონალური ხვრელისკენ. 21 აპრილის დილიდანვე მზის ქარის სიჩქარე დედამიწის სიახლოვეს 50%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ხვრელთან.
ამ დღეს მაღალია ალბათობა, რომ მზის მაღალი სიჩქარის ქარის გამო გეომაგნიტური ინდექსები „წითელ ზონაში“ შევიდეს.
თუმცა, მეცნიერების თქმით, რთულია შტორმის ზუსტი პიკის დროის განსაზღვრა, რადგან ეს დამოკიდებულია პლაზმის ნაკადის შიდა სტრუქტურასა და მისი მაგნიტური ველის ორიენტაციაზე. ამ ეტაპზე შტორმის მაქსიმალური სიმძლავრე შეფასებულია G2 დონეზე (ზომიერი შტორმი), თუმცა მცირე (დაახლოებით 10%) ალბათობა არსებობს, რომ ის მიაღწევს G3 დონეს (ძლიერი შტორმი) ან უფრო მაღალს.
24 აპრილს მოსალოდნელია დაბალი ატმოსფერული წნევა, ასეთმა წნევამ შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი და კონცენტრაციის დაქვეითება.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ამ ეტაპზე არ არსებობს მეცნიერულად დამოწმებული მტკიცებულება იმისა, რომ მაგნიტური შტორმები პირდაპირ აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას.