1745397302
უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და დარწმუნებული ვართ, აშშ საკუთარი ძლიერი გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელ X -ზე ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ლონდონში გაიმართა. ზელენსკი წერს, რომ ემოციური დღე იყო.
„ჩვენ მადლიერები ვართ პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი აშშ, იმოქმედებს საკუთარი ძლიერი გადაწყვეტილების შესაბამისად“, – წერს ზელენსკი.
სოციალურ ქსელში თავის პოსტს ზელენსკიმ დაურთო ყირიმის დეკლარაციის ამონარიდი, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 2018 წლის განცხადება, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება.