1728846029
კრის ჯენერი სკანდალში გაეხვია - კიმ კარდაშიანის დედას ყოფილი მცველი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
კრის ჯენერი სკანდალში გაეხვია - კიმ კარდაშიანის დედას ყოფილი მცველი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მარკ მაკუილიამსმა შესაბამის ორგანოებს სექსუალური ძალადობის გამო მიმართა. დაზარალებულის თქმით, შემთხვევა 2017 წელს მოხდა: ექვსი შვილის დედას სურდა მასთან სიახლოვე, მაგრამ მან უარი უთხრა - რისთვისაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. კრისი ყოფილი მცველის განცხადებებს უარყოფს.
მარკმა ზარალის ანაზღაურება სამი მილიონი დოლარი მოითხოვა.
ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიტუაცია 2023 წლის 6 იანვრამდე უნდა მოგვარებულიყო. თუმცა, Daily Mail-ის ცნობით, ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ, ორივე მხარის ადვოკატებმა აღიარეს, რომ მათ ჯერ კიდევ მოუწევთ საარბიტრაჟო პროცესის გავლა.