გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
გლამურული დეკორაციები, გრანდიოზული ნაძვის ხეები, საახალწლო განათებები, ოჯახური წვეულებები და უამრავი სიურპრიზი, - შობა-ახალ წელს კარდაშიან-ჯენერების ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდებიან.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეალითი შოუს ვარსკვლავები ჯადოსნურ დღესასწაულთან შესახვედრად, მზადებას ჯერ კიდევ ივლისში იწყებენ. პირველ რიგში ოჯახური წვეულების ორგანიზებაზე ზრუნავენ. ეს ტრადიცია კრის ჯენერმა დაამკვირა. 2018 წლამდე გრანდიოზულ საღამოებს სწორედ ის აწყობდა. თუმცა, შემდგომ გასართობი ღონისძიების დაგეგმაში ოჯახის სხვა წევრებიც ჩაერთნენ.
„საშობაო წვეულება ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველთვის მოუთმენლად ველი. სამზადისში ოჯახის ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული. ვამზადებთ საშობაო ტკბილეულს, ვაწყობთ დეკორაციებს, ვრთავთ სახლს - ეს ყველაფერი საახალწლო განწყობის ამაღლებაში გვეხმარება“,- აღნიშნავს კიმი.
ოჯახური წვეულებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფორმის საკვებია. ამიტომ სახლსა და ეზოში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილია სპეციალური ადგილები, რომლებიც მთლიანად საახალწლო კერძებსა და ტკბილეულს ეთმობა.
კარდაშიან-ჯენერების ტრადიციულ საშობაო წვეულებაზე თავს უამრავი ადამიანი იყრის. მათ შორის არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ჯონ ლიჯენდი, კრისტინა აგილერა და ტონი ბრექსტონი არიან.
რეალითი შოუს ვარსკვლავებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და წლევანდელ გასართობ ღონისძიებაზე არც მეტი, არც ნაკლები სია მიიწვიეს. კიმ კარდაშიანის შვილმა, ნორთ უესტმა ცნობილ მომღერალთან ერთად დუეტიც კი შეასრულა. თავად კიმ კარდაშიანი წვეულებაზე ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა კაბით მივიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კარდაშიან -ჯენერები აქტიურად ზრუნავენ სოციალურ ქსელებზე. ამიტომ ყოველ წელს, სადღესასწაულო პერიოდში ვარსკვლავური ოჯახი ფოტოსესიისთვის ათი ათასობით დოლარს ხარჯავს, საახალწლო ინსტალაციებს აწყობს და მისალოცი ბარათისთვის სამახსოვრო სურათებს იღებს.
სახლის მოსართავად და ნაძვის ხის ორიგინალურად გასაფორმებლად კარდაშიან ჯენერები რჩევებს ცნობილი დიზაინერებისგან იღებენ. სწორედ პროფესიონალების დახმარებით აწყობენ დეკორაციებსა და მოციმციმე გვირაბებს, რომლებიც ათი ათასობით ნათურასა და თოვლით დაფარულ ზედაპირს მოიცავს.
კიმ კარდაშიანის უპირატესობას მინიმალისტურ დეკორაციებს ანიჭებს. ამიტომ მის სახლში ყოველთვის სადა და მონოქრომული ფერის დეტალები ჭარბობს. ის ნაძვის ხის მოსართავად ბრჭყვიალა განათებებს იყენებს. თოვლის იმიტაციით შექმნილი თეთრი ხელოვნური საფარი და მაღალი ხეები კი კიმ კარდაშიანების ოჯახში განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას ქმნის. კიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს მისმა შვილებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. ამისთვის გასულ წელს მან გრემის მფლობელი პიანისტიც კი დაიქირავა, რათა ბავშვებს სადღესასწაულო დღეებში საშობაო მელოდიების თანხლებით გაეღვიძათ.
კიმისგან განსხვავებით, კაილი ჯენერის დეკორაციები უფრო ფერადი და ექსტრავაგანტურია. კაილისთვის სახლის მრავალფეროვანი დეკორაციებით გალამაზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშობაო ტრადიციაა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბუხრის თავზე ის ყოველ წელს იმ წინდას კიდებს, რომელიც ბავშვობაში აჩუქეს.
კორტნი კარდაშიანი კი ყოველ წელს სახლში იმ რაოდენობის ნაძვის ხეს დგამს რამდენი შვილიც ჰყავს. წლევანდელი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა მისთვის და ტრევის ბარკერისთვის. შობას ისინი ცოლ-ქმრის ამპლუაში პირველად შეხვდნენ.
„წელს მინდოდა რაიმე განსხვავებული გამეკეთებინა. ამიტომ არჩევანი წითელ ფერზე შევაჩერე და სახლში წითელი ნაძვის ხეები დავდგი. მათი ყოველი შეხედვისას სადღესასწაულო განწყობა ერთი ორად იმატებს“,- აღნიშნავს კორტნი.
გამომდინარე იქიდან, რომ ვარსკვლავურ ოჯახში ბევრი მცირეწლოვანი წევრია, სახლში ყოველწლიურად ეწყობა საახალწლო ბაზრობა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალურად გაფორმებული კუთხე, რომელსაც ანიმაციების გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი სათამაშოები ალამაზებენ. ასევე, არასრულწლოვნებს უალკოჰოლო სასმელებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯიხური აქვთ, რომელიც ცხელი შოკოლადითა და ნატურალური წვენებითაა სავსე.
რეალითი შოუს ვარსვლავებისთვის სადღესასწაულო დღეების განუყოფელი ნაწილი - შობის ღამეს საჩუქრების გაცვლა. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს თითოეული მათგანი საჩუქრების შესაფუთად სასურველ ფერს ირჩევს, რათა ყველამ იცოდეს თუ ვინაა მისი ავტორი.
მაგალითად, ერთ-ერთ შობას კიმმა საჩუქრების შესაფუთად პასტელური კრემისფერი ქსოვილი შეარჩია. შესაფუთი ქაღალდის გახევის ნაცვლად საჩუქრის ადრესატს მხოლოდ ქსოვილის კვანძის გახსნა სჭირდებოდა, რათა გაერკვია თუ რა იდო მისთვის განკუთვნილ ყუთში.
კიმმა საკუთარი იდეა სოციალური მედიის მომხმარებლებს გაუზიარა, რამაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. კიმის საშობაო შეფუთვას მისმა გამომწერებმა „ეკოლოგიურად სუფთა იდეა“ უწოდეს და რესურსის დაზოგვის მიზნით ადამიანებს მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდეს.
„შობამდე რამდენიმე დღით ადრე დროის უმეტეს ნაწილს საჩუქრების შეფუთვაში ვატარებ, რათა მათი დადება ნაძვის ხის ქვეშ შობის დადგომამდე მოვასწრო",- ამბობს კიმი.
მიუხედავად იმისა, რომ კარდაშიან-ჯენერებს საჩუქრების გახსნის პროცესი ძალიან უყვართ, რეალითი შოუს ვარსკვლავები ამბობენ, რომ მათთვის ამქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი ოჯახია და მას არავინ და არაფერი შეედრება.