კევინ კოსტნერისა და ქრისტინ ბაუმგარტნერის ხმაურიანი განქორწინების ახალი დეტალები

კევინ კოსტნერი

კევინ კოსტნერსა და ქრისტინ ბაუმგარტნერს შორის განქორწინების პროცესი ორი თვის წინ დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მსახიობს ყოფილი მეუღლისთვის ყოველთვიურად 129,700 დოლარის გადახდა დაეკისრება. გადასახადი ორჯერ აღემატება კოსტნერის მიერ შეთავაზებულ თანხის ოდენობას.

გარდა ამისა, მსახიობს ადვოკატისა და სასამართლო ექსპერტიზის ხარჯების დაფარვაც მოუწევს, რაც ჯამში 300 000 დოლარს შეადგენს.

ყოფილ მეუღლეებს შვილების ჯანმრთელობის, სპორტისა და კლასგარეშე აქტივობების 50 პროცენტით დაფინანსება დაევალათ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ქრისტინ ბაუმგარტნერმა მსახიობს საქორწინო ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის გარდა,  ალიმენტის სახით 248 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. კოსტნერი ყოფილი მეუღლის მოთხოვნას არ დასთანხმდა და ამტკიცებდა, რომ სამსახურებრივი პრობლემების გამო მას ამ თანხის გადახდა არ შეეძლო.

მსახიობის თქმით, ბაუმგარტნერს თანხა პირადი სარგებლისთვის სჭირდება და არა შვილების უზრუნველსაყოფად. მისი მტკიცებით, ალიმენტის გონივრული ოდენობა 51 940 დოლარია, რასაც ის ამჟამადაც იხდის.

ასევე ნახეთ:

კევინ კოსტნერი ყოფილ მეუღლეს საკრედიტო ბარათის დავალიანებაში ადანაშაულებს

პატარა კიბო, გამჭვირვალე თაგვის საშუალებით, პირველად გამოვლინდა - სხეულის სკანირების ახალი მეთოდი

„ბავშვს ყელზე თეთრი ლენტი ჰქონდა შემოხვეული...“ - დაუჯერებელი და საზარელი მკვლელობის საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა