1747720082
პოლონეთი 4 ქართველს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს - დეტალები მძიმე ბრალდებებზე

პოლონეთი საქართველოს 4 მოქალაქეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს.
26 წლის ლაშა ქავთარაძე დაბადებული ახმეტაში - მას ბრალად ედება ფიზიკური ანგარიშსწორება და ჯანმრთელობისთვის საშუალო სიმძიმის დაზიანების მიყენება.
37 წლის თორია აპოლონ, დაბადებული ზუგდიდში - იძებნება ყაჩაღობისთვის.
45 წლის ბარაბაძე დავითი დაბადებული ხონში - იძებნება ყაჩაღობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით.
35 წლის ჩუბინიძე გიორგი დაბადებული თბილისში - იძებნება ყაჩაღობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებისთვის.