კაცები, რომელთაც პატარა ძაღლი ჰყავთ, ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან - კვლევა

კაცი

ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტში, მკვლევრებმა, თითქმის 300 სტუდენტი გოგო გამოკითხეს და დაადგინეს, რომ მათი უმეტესობა უფრო მიმზიდველად მიიჩნევს კაცს, რომელსაც პატარა ძაღლი ჰყავს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 

ქალებს აჩვენეს სურათები, რომლებზეც კაცები ძაღლით ან მის გარეშე იყვნენ. ქალების უმეტესობამ უპასუხა, რომ მეტად მიმზიდველად მიაჩნიათ ისინი, ვინც ძაღლთან ერთადაა. მკვლევრები ამით არ შემოიფარგლნენ და საკვლევი თემა უფრო განავრცეს - ერთმანეთს შეადარებინეს კაცები, რომლებიც სურათებზე დიდ ან პატარა ძაღლთან ერთად იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ის კაცები უფრო მიმზიდველები არიან, რომელთაც პატარა ძაღლი ჰყავთ. როგორც მკვლევრები განმარტავენ, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალებისთვის ასეთი კაცები „ნაკლებად საშიშები“ ჩანან.