„რასაც აქ ვხედავ, არსად არ მინახავს“ - რა ვიდეოს ავრცელებს დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო, რომელიც ლაგოდეხში ერთ-ერთ ოჯახს საცხოვრებელი სახლის აშენებაში ეხმარება, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლების წინ მოსახლეობის მიერ დანაგვიანებულია ტერიტორია.

ლ ა გ ო დ ე ხ ი ! კიდევ ვიმეორებ, ის რასაც აქ ვხედავ, არსად არ მინახავს. წარმოუდგენელია ასეთი გულგრილობა საკუთარი მიწა-წყლის მიმართ.

აქ არის ნაგვის ურნა, აქ არის მოსახლეობა და ნაგვით არის გადატენილი ყველაფერი. ხალხო რა გაგიხდათ, რომ ნაგვის ურნაში ჩააგდოთ ნაგავი?! ბოთლებითაა მიმოფანტული ყველაფერი, ამას ძაღლი ვერ წამოიღებდა. ეს ძაღლს არ უნდა საჭმელად…ადამიანმა დაყარა, ხვდებით?

ბავშვიც კი არ სჩადის ამას, რომ არა მშობელი. რა გაგიხდათ, რამდენი წელი უნდა გელაპარაკონ, რომ ძირს ნაგავი არ უნდა დაყარო, როცა 2 მეტრში არის ნაგვის ურნა“, – ამბობს დომენიკ მანგო ვიდეოში.