"ისე ვთვრები, რომ ვიდეოს ჩაწერის თავი აღარ მაქვს" - ზალიკო ბერგერი გაუჩინარების მიზეზზე

zaliko

ზალიკო ბერგერისთვის ახალი წელი დაბადების დღესთან ასოცირდება, რადგანაც 2 იანვარსაა იუბილარი. ზალიკო  "პრაიმტაიმთან" საახალწლო ტრადიციაზე საუბრობს და ამხელს, რატომაც აღარ ჩანს მისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში.

ზალიკო ბერგერი: დედასთან ერთად ახალ წელს შეხვედრა კარგად მაქვს დაცდილი. ვცდილობ სახლში ვიყო. მე და ბელა ვზივართ და ჭიქებს ვუჭახუნებთ ერთმანეთს. მისი ტრადიციაა ისე დამათროს, რომ მე წასვლის თავი არ მქონდეს. თვითონაც სვამს ჩემთან ერთად. გენეტიკა! მე მისგან მაქვს სასმლის სიყვარული. ბელა სახლის ღვინოს სვამს, მე ან შამპანურს ან - ვისკის. 

დამაჭერინებს კამფეტებს, ტრადიციული ტექსტით შემოვდივარ სახლში, ხურდებს დიდი ხმით შევყრი - შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი.

პანდემია რომ დაიწყო, იმ წელს შევხვდი ისრაელში. კიდევ უფრო ადრე კიევში შევხვდი ახალ წელს და საშინელი წელი იყო. მოკლედ, დედასთან ერთად უნდა შევხვდე!

ორ იანვარს მაქვს დაბადების დღე. სწორედ ამიტომაც, ახალი წელი ჩემთვის ყოველთვის ჩემს დაბადების დღესთან ასოცირდება. დედა გეოლოგიის სამმართველოში მუშაობდა და მოდიოდნენ მისი თანამშრომლები. მახსოვს, ჩემს  საბჭოთა ბავშვობაში, წითელი ფურცლებისგან ისრები გამოვჭერი და დავაწერე, ფული აქეთ-მეთქი. ასე ვაგროვებდი თანხას, რომელსაც მერე დედა ხარჯავდა.

- შენი ხმაურიანი ვიდეოები შემოაკლდა სოციალურ ქსელებს. რატომ?

- კბილებს ვიკეთებდი სამი თვე. ვერ ვჭამდი. გავხდი. მერე "თავ კონტროლი გავუწიე", არ ვთვრები. ან ისე ვთვრები, რომ ვიდეოს ჩაწერის თავი აღარ მაქვს (იცინის). ნამდვილი მაშინ ხარ, როცა პირდაპირ წერ ვიდეოს და ამბობ, რაც გინდა. თუ ტექსტს წინასწარ წერ, გამოდის, რომ საინფორმაციო გამოშვებაა...