რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა

რენატა

მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლოდ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იაშვილმა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.

რედაქციისგან: თუ გაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და/ან ეკონომიკური ძალადობის, დისკრიმინაციის, შევიწროების ან სხვა სახის ჩაგვრის გამოცდილება, დახმარებისთვის დაუკავშირდი ორგანიზაცია "საფარს", ცხელი ხაზი - 599 407 603; 0322 307 603; ან ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს", ცხელი ხაზი - 577 54 16 55

ასევე ნახეთ:

👉 15 წლის გოგოზე ძალადობაში ბრალდებულს 9 წლამდე პატიმრობა ელის

👉 ვინ არის კაცი, რომელმაც 15 წლის ბათუმელ გოგოზე სექსუალურად იძალადა

👉 „სისტემატურ შანტაჟსა და დამცირებას ვერ გაუძლო“ - ახალი დეტალები ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე