კარდაშიანები ახალ პროექტს აანონსებენ

კარდაშიანები

კარდაშიანები დისნეისთან თანამშრომლობას აძლიერებენ.

Disney-ის რეალითი ჟანრის ხელმძღვანელმა, რობ მილსმა, სამშაბათს განაცხადა, რომ ოჯახი ახალ სერიალზე მუშაობს სახელწოდებით: Calabasas Behind the Gates. მან ეს სიახლე Hulu-ს ღონისძიებაზე, Get Real House, გააჟღერა. ღონისძიებას ქლოი კარდაშიანი და სკოტ დისიკიც ესწრებოდნენ.

ახალ რეალითი შოუს კალიფორნიაში, კალაბასასის გალავნიანი უბნის კულისებში გადაიღებენ.

სერიალს იგივე კომპანია გადაიღებს, რომელიც The Kardashian-ს უწევდა პროდიუსერობას.

ახალი პროექტი პირველად მაშინ დაანონსდა, როცა The Kardashians-ის მე-6 სეზონი Hulu-ზე დასრულდა. ცნობისთვის, მაშინ კიმ კარდაშიანმა ისიც მიანიშნა, რომ მას ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, The Kardashians მე-7 სეზონით დაბრუნდება - Hulu-მ შოუს ორ სეზონიანი გაგრძელება 2024 წლის ივლისში დააანონსა.