1745440671
ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამინდი ხვალიდან მკვეთრად შეიცვლება.
„25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.