„შავი დელფინი“ ადგილი, სადაც ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს - გაუპატიურება, კანიბალიზმი, მკვლელობა

შავი დელფინი

სოლ-ილეცკის მკაცრი რეჟიმის კოლონია №6, მეტსახელად „შავი დელფინი“ - ეს ადგილი, სადაც პატიმრები დღეებს აღარ ითვლიან, ისინი უბრალოდ არსებობენ. 

ახალი პატიმრები კოლონიაში ტომრებით შეჰყავთ. აქ მკაცრი წესები მოქმედებს, რომელსაც 

ციხემ ეს არაოფიციალური სახელი ერთ-ერთი პატიმრის, ვლადიმირ კრიშტოპას მიერ შექმნილი შავი დელფინის ქანდაკების გამო ეწოდა, რომელიც სასჯელს სამგზის გაუპატიურების და ორი მკვლელობის საქმეზე იხდიდა.

ამ ციხეში სასჯელს იხდის სერიული მკვლელი ვლადიმირ მუხანკინიც, რომელმაც საკუთარ თავს „ჩიკატილოს მოწაფე“ უწოდა. 1995 წელს, ორ თვეში, მან რვა ადამიანი მოკლა. ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლი დაანაწევრა და სხეულის ნაწილების რკინიგზის რელსებზე დააწყო.

„შავი დელფინის“ ციხეში სასჯელს იხდიდა კანიბალი ალექსანდრ მასლიჩი, რომელმაც თანამესაკნე მოკლა, მისგან კერძი მოამზადა და შეჭამა. 

კოლონიის ყველაზე პატიმარი 19 წლის ილნაზ გალიავიევია, რომელმაც 2021 წელს ყაზანის 175-ე გიმნაზიაში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. მან ერთ-ერთ კლასში ბავშვებს ესროლა, შემდეგ კი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. მომხდარის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 23 კი დაშავდა.