იტალიის მთავრობა 15 000 ევროს გადაუხდის მათ, ვინც სარდინიაზე ცხოვრებას გადაწყვეტს

სარდინია

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინც კუნძულ სარდინიაზე ცხოვრებას გადაწყვეტს, მათ ქვეყნის ბიუჯეტიდან 15 ათას ევროს გამოუყოფენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სარდინიაზე დასახლების მსურველებს თანხის უკან დაბრუნება არ მოეთხოვებათ. გამოყოფილი თანხით კი კუნძულზე სახლის შეძენა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება შეეძლებათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მთავრობის ინიციატივის მიზანია, რომ სარდინიის სოფლებსა და მცირე ზომის ქალაქები რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს. ამ კონკრეტული პროექტისთვის მთავრობამ 45 მილიონი ევრო გამოყო. ბოლო პერიოდში სარდინიის სოფლებიდან ახალგაზრდების დიდი ნაწილი დიდ ქალაქებში გადადის სამუშაოდ, რაც ამ ადგილების დაცარიელებას იწვევს. მთავრობა კი ცდილობს, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ადამიანებს სარდინიაში ცხოვრებისა და მცირე ბიზნესის დაწყების მოტივაცია მისცეს.

15000 ევროს მიღების მთავარი პირობაა, რომ მსურველი სარდინიის მუნიციპალიტეტში დასახლდეს, სადაც 3000-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობს