სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მიდის

ჯინ შაჰინი

ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ 2026 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ამერიკის კონგრესის სენატორი სოციალურ ქსელში წერს.

"დიდი ფიქრის შემდეგ ვაცხადებ, რომ მივიღე რთული გადაწყვეტილება; არ მივიღებ მონაწილეობას 2026 წლის სენატის არჩევნებში. ჩვენ წინ გადაუდებელი ამოცანები გველის, როგორც აქ, სახლში, ასევე მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, გადადგომას არ ვაპირებ", - აღნიშნავს შაჰინი.

სენატორი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა. 2024 წლის გაზაფხულზე მან, ჯიმ რიშთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აშშ-ის სასანქციო კანონპროექტიც წარადგინა.

გასულ წელსვე, აგვისტოში, ის საქართველოში იმყოფებოდა - შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჩავიდა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.