პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი დიზაინერი ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც ახლა თურქეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში მთავარი გმირია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა.
ფეისბუკ გვერდის ადმინისტრაცია, სადაც სერიალიდან მოჭრილი სხვადასხვა ეპიზოდი ხშირად იდება, განცხადებას ავრცელებს და პასუხობს იმ კომენტარების შინაარსს, რომლებიც ნანუკასა და ჰალილის სამსახურებრივ ურთიერთობას სცდება.
„მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა განცხადება გავაკეთო იმ ძალიან უსიამოვნო კომენტარებზე, რომლებიც წინა პოსტებს ჰქონდა... პირველ რიგში, ნანუკა არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი და მას მსახიობობამდე ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა. ბევრ საქმეს ერთად აკეთებდა და ქმრისგან ბევრჯერ შორს ყოფნა უწევდა, მაგრამ ისინი მაინც წლებია ერთად არიან და მე როგორც ვამჩნევ, ძალიან კარგი მეუღლე და ადამიანი ჰყავს გვერდით, რადგან ყველანაირად მხარში უდგას.
რაც შეეხება ჰალილის და ნანუკას ურთიერთობას, ისინი თავიანთ პერსონაჟებს განასახიერებენ და არა რეალობას, ხოლო კამერის მიღმა ძალიან მეგობრული და განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რაშიც ზოგიერთმა სულ სხვა რამ დაინახა.
ბოლოს კი ვიტყვი, რომ ეს არის სერიალი და არა რეალური ცხოვრება, სასიყვარულო სცენები ექნებათ, რა თქმა უნდა, რადგან ისინი წყვილის როლს თამაშობენ. ჯერ ისწავლეთ სერიალისა და რეალობის გარჩევა და მერე ილაპარაკეთ ასეთი სისულელეები.