ჯაბა ხუბუა

პოლიტიკა 1783755051

ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს ,,მამაც მებრძოლებს" ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს - ჯაბა ხუბუა

ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის" - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტის შესახებ, რომელშიც ჟორჟოლიანი ემიგრანტებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ „მამაცი მებრძოლების“ წინაშე მათი ვალი მოხდილია.ხუბუას თქმით, ჟორჟოლიანი „მამაც მებრძოლებს“ უწოდებს მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს, ან უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ებრძვიან".„ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტიდან ვიგებთ, რომ ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის." და არ იკითხავთ, ვინ არიან ჟირჟოლიანის ,,მამაცი მებრძოლები" ? ეს ის ხალხია, რომელიც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისათვის იხდის სასჯელს! ანუ ,,მამაცი" მოძალადეები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, თავს დაესხნენ პოლიციელებს, დაარბიეს და გადაწვეს თბილისის ცენტრი... განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ჟორჟოლიანს ,,მამაც მებრძოლთა" სიაში შეყვანილი ჰყავს რუსეთის მოქალაქეები - არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პივიპის გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს. არაფერს ვამბობ ჟორჟოლიანის ,,მამაც მებრძოლთა" სიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე - კუხარჩუკსა და კულანინზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ებრძვიან". მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს ,,მამაც მებრძოლებს" ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს! როგორც ინკვიზიციის კოცონზე შეგდებულმა იან ჰუსმა შესძახა - ,,ო, წმინდაო გულუბრყვილობავ!"- წერს ხუბუა.        შეყვანა, შეტყობინება გაგზავნილია 11:27 Keti მიერ: ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს ,,მამაც მებრძოლებს" ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის" - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტის შესახებ, რომელშიც ჟორჟოლიანი ემიგრანტებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ „მამაცი მებრძოლების“ წინაშე მათი ვალი მოხდილია. ხუბუას თქმით, ჟორჟოლიანი „მამაც მებრძოლებს“ უწოდებს მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს, ან უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ებრძვიან". „ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტიდან ვიგებთ, რომ ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის." და არ იკითხავთ, ვინ არიან ჟირჟოლიანის ,,მამაცი მებრძოლები" ? ეს ის ხალხია, რომელიც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისათვის იხდის სასჯელს! ანუ ,,მამაცი" მოძალადეები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, თავს დაესხნენ პოლიციელებს, დაარბიეს და გადაწვეს თბილისის ცენტრი... განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ჟორჟოლიანს ,,მამაც მებრძოლთა" სიაში შეყვანილი ჰყავს რუსეთის მოქალაქეები - არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პივიპის გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს. არაფერს ვამბობ ჟორჟოლიანის ,,მამაც მებრძოლთა" სიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე - კუხარჩუკსა და კულანინზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ებრძვიან". მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს ,,მამაც მებრძოლებს" ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს! როგორც ინკვიზიციის კოცონზე შეგდებულმა იან ჰუსმა შესძახა - ,,ო, წმინდაო გულუბრყვილობავ!"- წერს ხუბუა. შ

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1783670910

სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტია, ის ყოველთვის იყო აგენტების კანტორა - რატი იონათამიშვილი

დაუსრულებელი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - თინა ბოკუჩავა, ამჯერად, პარტიაში სააკაშვილის მიერ მართვის ახალი მოდელის დანერგვას და თავმჯდომარის პოსტის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს.განხეთქილების მიზეზი ე.წ. რეფორმატორთა საბჭოა, რომლის აღმასრულებელი მდივანიც სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. თავად ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ პირველი, ვისაც პატიმარმა პრეზიდენტმა საბჭოში ადგილი შესთავაზა, ბოკუჩავა იყო. დროებითი მმართველები ყრილობაზე უნდა დაინიშნონ, რომელიც ივლისის ბოლოს იგეგმება.მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პატიმარი სააკაშვილი სტრუქტურული ცვლილებებით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას უშედეგოდ ცდილობს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტია და "ყოველთვის აგენტების კანტორა იყო"."იმდენად კარიკატურები არიან და იმდენად სასაცილო განცხადებებით გამოდიან, რომ მართლა ძალიან უხერხულია და არასერიოზულია ამ ადამიანებზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მეტი ე.წ. ინიციატივით გამოვლენ, მით უფრო მეტად გააგებინებენ საკუთარ უუნარობას. სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტია, ეს იყო აგენტების კანტორა, ეს იყო მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და, რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია მათ დღემდე არ შეუცვლიათ. ყოველთვის ასე მძიმედ და უბადრუკად ამთავრებს საკუთარ საქმიანობას ლუსტრირებული და გამოვლენილი აგენტურული კანტორა.რაც შეეხება სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, ვინაიდან აგენტების სიაში ყოველთვის იყო დაწინაურებული და ერთგვარი ნაძვის ხის ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამ ფუნქციის დაკარგვა მომავალშიც არ უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც აგენტი ხარ, ნაძვის ხე იქნები თუ ნაძვის ხის სათამაშო, შედეგი მაინც ერთია - აგენტებს და უცხო ქვეყნის, უცხო ძალების სამსახურში მყოფ ადამიანებს არანაირი პერსპექტივა საქართველოში არ გააჩნიათ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ნანუკა ჟორჟოლიანი

პოლიტიკა 1783666363

ნანუკა ჟორჟოლიანი: გეგმა არის, რომ გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ეს იყოს სოციალური თემატიკა, ახალგაზრდების თემა, რეგიონული გმირების პოვნა

გეგმა არის, რომ გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ეს იყოს სოციალური თემატიკა, ახალგაზრდების თემა, რეგიონული გმირების პოვნა, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.ჟორჟოლიანის თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე.„გეგმებზე უნდა ვთქვა, რომ გავალთ რეგიონებში, გავაკეთებთ შემოვლას. მე არ გამოვიყენებ მადიარის მაგალითს. მე მაინც იმას ვიტყვი, რომ გავაკეთებთ იმას, რასაც მიშა აკეთებდა რევოლუციამდე. გეგმა არის, რომ გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ერთი მხრივ, ეს იყოს სოციალური თემატიკა, მეორე მხრივ, ეს იყოს ახალგაზრდების თემა, მესამე მხრივ, იყოს რეგიონული გმირების პოვნა. მთელი ეს პერიოდი დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე. პარალელურად, უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და უკვე იგეგმება მათთან დიდი შეხვედრა, სხვა ფორმატით შეხვედრები ახალგაზრდულთან, სოცმედიით უნდა გავაძლიეროთ კავშირი ემიგრანტებთან, ხმის მიცემით მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ პროცესებში, პირდაპირ უნდა იყვნენ პროცესებში ჩართული. უნდა შევქმნათ ინსტრუმენტი, სადაც პირდაპირ გავიგებთ ჩვენს მოკავშირეებს, ახალ წევრებს. ასევე გვაქვს კიდევ ერთი იდეა მიშასთან დაკავშირებით. მიშასთან დაკავშირებით გვინდა კონტაქტის გაცოცხლება მასსა და მოსახლეობას შორის“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

თინა ბოკუჩავა

პოლიტიკა 1783657673

საბჭოშიც ვერ ვხედავ ჩემს თავს, რადგან თუ ეს პარტიის გვერდზე მდგომი პლატფორმა იქნება, უფრო სწორი იქნება, დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებისგან - თინათინ ბოკუჩავა

 დაპირისპირების მორიგი მიზეზი ​"ნაციონალურ მოძრაობაში" - თინა ბოკუჩავა სააკაშვილის მიერ მართვის ახალი მოდელის დანერგვას და თავმჯდომარის პოსტის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს. განხეთქილების მიზეზი ე.წ. "რეფორმატორთა საბჭოა", რომლის აღმასრულებელი მდივანიც ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება."თუ თავმჯდომარის პოსტი უქმდება, ბუნებრივია, ვერავინ დააყენებს კანდიდატურას, მაგრამ სამართლებრივად ეს პრობლემური საკითხია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ამაზე დამატებით მსჯელობა პარტიაში. სავარაუდოდ, ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებ, რადგან თუ რაღაც ფორმაციის ცვლილება სურს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის ლიდერია, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. საბჭოშიც, სავარაუდოდ, ვერ ვხედავ ჩემს თავს, რადგან თუ ეს პარტიის გვერდზე მდგომი პლატფორმა და ორგანო იქნება, ალბათ, უფრო სწორი იქნება, ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებისგან," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა 1783597254

6 თვის შემდეგ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდა პრაიმერისები, ასევე შიდა არჩევნები, ეს არის 6 თვიანი ციკლი ამ პროცესის მოსამზადებლად და კი, ამ დემოკრატიულ ტესტს ჩავაბარებთ - ლაშა ფარულავა

დაპირისპირების და შიდა პარტიული კრიზისის ფონზე, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება, რაც მისი შეფასებით, კანონის დარღვევაა.გუშინ სააკაშვილმა დროებითი მმართველობის და რეფორმატორთა საბჭოს შექმნა დააანონსა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.მმართველობის ეს მოდელი გაუგებარია პარტიის წევრების ნაწილისთვის, მათ კითხვები აქვთ საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც, რომლებიც სააკაშვილის გადაწყვეტილებით მათ შორის ახალი სახეები უნდა იყვნენ. "ნაცმოძრაობის" ყრილობა ივლისის ბოლოს გაიმართება.„6 თვის შემდეგ ამ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდა პრაიმერისები, ასევე შიდა არჩევნები და ეს არის 6 თვიანი ციკლი ამ პროცესის მოსამზადებლად. და კი, ჩვენ ამ დემოკრატიულ ტესტს კეთილსინდისიერად ჩავაბარებთ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვიღაცებისთვის არის მიუღებელი, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელია პარტიის შიგნით თანამდებობისთვის ბრძოლა. მიუხედავად იმისა, კარი ღიაა, შეიძლება ეს კონკურენცია ვიღაცისთვის იყოს რაღაც ტიპის პრობლემა. აქ არ არის საუბარი ვის სწყინს, ვინ არ არის წინააღმდეგი", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა 1783596806

აქ არის ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რომ მოხდეს რევოლუცია და ძალისმიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, დამთავრდა, ამის იქით არანაირი გეგმა არ არსებობს" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობაზე"

დაპირისპირების და შიდა პარტიული კრიზისის ფონზე, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება, რაც მისი შეფასებით, კანონის დარღვევაა.გუშინ სააკაშვილმა დროებითი მმართველობის და რეფორმატორთა საბჭოს შექმნა დააანონსა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას ემსახურება და არა რეალურ პოლიტიკურ საქმიანობას. მისივე თქმით, პარტიის მოქმედებები გარე ძალების ინტერესებს შეესაბამება და ქვეყნისთვის გრძელვადიან განვითარებაზე არ არის ორიენტირებული."პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით, ვიქნებით რაღაც რეფორმების საბჭო, ისეთივე, როგორც უკრაინაში იყოო - რეფორმების საბჭო, რომელსაც სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. რასაკვირველია, არც თავის ქვეყანას დააკლო არასდროს ნეგატიური გავლენები, თუმცა ამ შემთხვევაშიც, აქ არის ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რომ მოხდეს რევოლუცია და ძალისმიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება - დამთავრდა, ამის იქით არანაირი გეგმა არ არსებობს. ეს გეგმა სწორედაც პასუხობს იმ იმედებს, რაც აქვთ გარე ძალებს, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვა და შემდგომ შორს მიმავალი გეგმები აქვთ," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა 1783584269

ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.„ნაცებში - უცხო ქვეყნის მოქალაქე რეფორმების საბჭოს ქმნის. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში“, - წერს ანანიძე.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1783514153

სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი

ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც, პრაქტიკულად, ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური გარდაქმნით, ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.რგოორც სააკაშვილი წერს, პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები.„ბოლო კვირებში აქტიურად მიმდინარეობს ჩემ მიერ ინიცირებული დისკუსია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალზე, რომელშიც ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამდენი ადამიანის ჩართულობა ძალიან მახარებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელობას ქვეყნის გადარჩენისა და შემდგომი განვითარებისთვის. ამავე დროს ხალხი უკმაყოფილოა ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობით და ითხოვს ცვლილებებს. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ძირეულ და სისტემურ რეფორმებს!დღეს, 8 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა თანამდებობის პირს უმთავრდება წესდებით დადგენილი უფლებამოსილება. ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ მათგანს, რადგან მათ ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. განსაკუთრებით მინდა, მოვეფერო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს რეგიონებში – იქ იყო, არის და ყოველთვის იქნება მოძრაობის მთავარი ძალა და დაუმარცხებელი სულისკვეთება! ჩვენ ვართ დემოკრატიული მოძრაობა და ამ წესს აუცილებლად დავიცავთ. ამჯერად როტაცია არა ჩვეული წესით, არამედ სრულიად სხვა, ახალი გზით მოხდება.ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდაპარტიული რეფორმებისთვის. ამავდროულად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი, ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად. ამიტომ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, ვიდრე ის ციხეშია, არის ჩვენი ლიდერი – ლევან ხაბეიშვილი.ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც, პრაქტიკულად, ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და, პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც.ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა. პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია. რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი“, – წერს სააკაშვილი.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი.„ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნამ მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ძალიან შემიშალა ხელი. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი, მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჯერ პირადად არ ვიცნობ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად, სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან. შემოდგომაზე რეფორმატორთა საბჭო გამოაცხადებს ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას. მოძრაობა გახდება მაქსიმალურად ჰორიზონტალური, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა წევრი და აქტიური მხარდამჭერი, ფორმალური თანამდებობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა და ყველა შიდა სტრუქტურა იქნება საყოველთაო კენჭისყრით არჩევადი და შეცვლადი.ქვეყანაში არის დიქტატურა და ტრადიციული სტრუქტურით პარტიების ბრძოლა ვერ იქნება ეფექტური. ჩვენ უნდა გავშალოთ ფართო ფრონტი და განვახორციელოთ დიქტატურისთვის „ათასი ჭრილობის“ მიყენების და ამ გზით მისი წაქცევის პროგრამა. ეს სტრუქტურა უნდა მოერგოს პარტიის შესაძლო ფორმალურად გაუქმების საფრთხესაც. ერთია, როცა მოძრაობას აქვს რამდენიმე ოფისი, რომელთა დახურვა დიქტატურისთვის ადვილია ან ჰყავს რამდენიმე თანამდებობის პირი, რომელთა იზოლაცია შესაძლებელია, და მეორეა, როცა ეს არის მთლიანად დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომელიც ისეა გაშლილი და ფესვგადგმული, რომ მისი ამოძირკვა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება; როცა ყველა წევრის, აქტივისტის და მხარდამჭერის სახლი არის ცალკე, ავტონომიურად არსებული ოფისი; როცა არცერთი ლიდერის დაკავებას, პრინციპში, აღარ აქვს აზრი, რადგანაც ყველა ლიდერია!ჩვენი დაფინანსების მოდელიც მეტად დაიხვეწება და ჩვენს ხალხს მისცემს პირდაპირი ჩართულობის ბევრად გამარტივებულ საშუალებას. ჩვენი მიზანია არა სხვებთან კონკურენცია და უაზრო დებატები, არამედ სამიზნის გასწორება დიქტატურის მოშორებაზე, ამ ურთულეს ისტორიულ მომენტში, უზარმაზარი საფრთხეების პირობებში საქართველოს გადარჩენაზე და დიდი რეფორმების გზაზე დაბრუნებაზე. ასეთია ჩემი მოსაზრებები. აბა, თქვენ რას ფიქრობთ?“ – წერს სააკაშვილი.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა 1783513087

ირაკლი ფავლენიშვილი: რეფორმათა საბჭო არ არის უშუალოდ პარტიული ორგანო, სააკაშვილი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში დაკავშირებულია რეფორმებთან, ამიტომ სიმბოლურია საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა

რეფორმათა საბჭოში შეიძლება იყვნენ პარტიის წევრები, ასევე არაპარტიული ადამიანები. ამიტომაც, ეს არ არის უშუალოდ პარტიული ორგანო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „რეფორმების საბჭოს მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმები ჩატარდეს ფუნდამენტურად, ძირეულად“.„მათ შორის შესრულდეს ის მიზნები, რაც გვქონდა დასახული ამ დღეების და კვირების განმავლობაში. ძალიან სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ამ საბჭოს ხელმძღვანელი. სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არის დაკავშირებული რეფორმებთან, რეფორმატორობასთან. შიდაპარტიული რეფორმირების დროსაც ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა აბსოლუტურად სიმბოლური და მისასალმებელი ამბავია. როგორც გაეცანით, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება აღმასრულებელი მდივანი. ზოგადად, რეფორმათა საბჭოში იქნებიან ახალგაზრდები, ძველი თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ადამიანები, პარტიული თუ არაპარტიული.ეს არ არის პარტიული საბჭო. საბჭო იზრუნებს, რომ გარდამავალ პერიოდში იქნას გენერირებული რეფორმები. ჩვენ გვაქვს გარკვეული იდეები. მათ შორის იყო პრეზენტაციაც, არსებობს იდეები პარტიის ფუნდამენტურ განახლებასთან, რეფორმირებასთან დაკავშირებით. თავისი იდეები აქვს ნანუკა ჟორჟოლიანსაც, მათ შორის პარტიის სხვა წევრებს. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ აქვთ იდეები. საბჭოს მიზანი იქნება ამ გარდამავალ პერიოდში რეფორმების სრული პაკეტის გენერირება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ამასთან, როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, მალე გახდება ცნობილი, როდის ჩატარდება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.ჯერ არის გარდამავალი პერიოდი. მალე გავიგებთ, როდის ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები. ჩატარდება ყრილობა და დაკომპლექტდება დროებითი მმართველობითი ორგანო. ამიტომ, თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ არის. გარდამავალი პერიოდია და ამ პერიოდში სწორება არის იმ რეფორმებზე, რომლებიც უნდა გატარდეს. ამ რეფორმებისთვის არის შექმნილი შესაბამისი საბჭო, რეფორმათა საბჭო. რაც შეეხება დროებით ორგანოს, ეს ორგანო შეეცდება, გარდამავალ პერიოდში გაითვალისწინოს მათ შორის რეფორმათა საბჭოს რეკომენდაციები, მათ მიერ მიერ გენერირებული იდეები, პროექტები. შემდეგ ეტაპზე უკვე იქნება არა დროებითი ორგანო, არამედ ხელმძღვანელი პირები აირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისთვის“.ფავლენიშვილის თქმით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიაში რჩება.„როგორც ვფლობ ინფორმაციას და მან როგორც განაცხადა, რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აგრძელებს ბრძოლას. რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის დიდი სურვილია. მისთვის არასოდეს ყოფილა თავმჯდომარეობა ბრძოლის ერთადერთი ფორმა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.კითხვაზე, „მიხეილ სააკაშვილი ახსენებს საკონსტიტუციო სარჩელს, პარტიის აკრძალვასაც. შეიძლება, რომ ახალ პარტიადაც აღვიქვათ რეფორმათა საბჭო?“, ფავლენიშვილმა აღნიშნა:„იმხელა იდეის მატარებელი პოლიტიკური გუნდია, იმდენი იდეალისტი მხარდამჭერი ჰყავს, რომ ფორმალურად გაუქმება შეიძლება იყოს გამოწვევა, თუმცა ყველასთვის მარტივად მისახვედრია, რომ ეს ვერ გაანადგურებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი არის შეცვლილი. საქმე არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სარჩელზე, ყველაფერი ერთად არის გათვალისწინებული – ყველა გარემოება, რაც არსებობს ქვეყანაში, რამაც შეცვალა პოლიტიკური სისტემა, ლანდშაფტი საქართველოში და აბსოლუტურად ახალი გარემოებები წარმოშვა“.დამაზუსტებელ კითხვაზე, „რეფორმათა საბჭო ნაწილობრივ ახალი პარტიაც არის?“, ფავლენიშვილმა უპასუხა:„არა, ახალი პარტია არ მითქვამს, არასწორი ინტერპრეტაციაა. ყველა ელემენტს აქვს მნიშვნელობა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და იქნება. ის დაფუძნდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიერ, რომლებიც, საბედნიეროდ, დღემდე ამ პარტიის წევრები არიან და აპირებენ, მომავალშიც ამ პარტიის წევრები იყვნენ. ამიტომ, ნამდვილად არ ფუძნდება სხვა და ახალი პარტია. პარტიას განახლება და რეფორმირება რომ შეუძლია, მიუხედავად ამდენწლიანი პრაქტიკისა, ეს მის სიძლიერესა და სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს“.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1783399624

სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული - გია ვოლსკი

 ნაციონალური მოძრაობა" ერთ დღეში თავმჯდომარის გარეშე დარჩება. თინა ბოკუჩავას აღნიშნულ პოსტზე ვადა ხვალ ეწურება. ვინ ჩაანაცვლებს ბოკუჩავას და როდის შედგება პარტიის ყრილობა - დეტალები ამ დრომდე უცნობია.ამასობაში კი, პარტიაში დაპირისპირება პიკს აღწევს. შიდა კრიზისი და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ მოძრაობაში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მსჯავდებულმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა.ოპოზიციურ პარტიაში არსებულ დაპირისპირებას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმას წარმატების შანს არ აქვს."ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისა, როდესაც მას ეს სადავეები ხელში ჰქონდა და ახლა ცდილობს, იგივე სადავეები მოიმარჯვოს და მართოს ოპოზიციური პროცესი.ჩერგოლეიშვილი აქ არაფერ შუაშია, სააკაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს, რომ ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. ნანუკა ჟორჟოლიანი შეარჩია იმ მექანიზმად, რომლითაც უფრო ადვილად გაატარებს თავის ამ გეგმას, თუმცა წარმატების შანსი არ აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მაგდა მამუკაშვილი

პოლიტიკა 1783329021

მაგდა მამუკაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს უპირისპირდებიან: „ნანუკა, ხომ ხედავ საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს, იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და ოპოზიციონერი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კი, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერის ბარათზე თანხის ჩარიცხვის საკითხს მოჰყვა.ნანუკა ჟორჟოლიანი უარყოფს 4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებულებისთვის რაიმე სახით თანხების შეგროვებას და მაგდა მამუკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს.„მე არასოდეს ვაგროვებდი 4 ოქტომბრის პატიმრების ბარათებს და მაგდა მორჩი ამ მზეობებს. ერთხელაც კი არ მქონია ჩარიცხვა და იცოდა მისმა მეგობარმა, რომელმაც ნანასთან თანხის ჩარიცხვის შემდეგ თქვა უარი. რატომ არ იღლები, ვერ ვხვდები რომ არ გამოგდის?“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.მაგდა მამუკაშვილი ჟორჟოლიანს კორექტულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მის ნათქვამს ნანუკას თანამშრომელმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და მამუკაშვილის წინა პოსტში ის მოხსენიებული არ ყოფილა.„ნანუკა შენ ვინმემ გახსენა პოსტში, ახლა რომ გამოენთე? შენ რატომ არ მეშვები? ხომ ხედავ საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს, იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი.დავწერე, რაც მითხრა ნანუმ, მერე შენმა თანამშრომელმა მისცა არასწორი ინტერპრეტაცია და ვუპასუხე იქვე, აი, რა გინდა, რა არ გასვენებს?და ნუ უზრდელობ, თუ შეიძლება, ვერ ვიტან, რომ ადამიანი უზრდელობს, სხვანაირად რომ აზრის გამოხატვა არ შეუძლია“, - წერს მაგდა მამუკაშვილი.

გიორგი სოსიაშვილი

პოლიტიკა 1783315152

ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ იყოფენ შიდა პარტიულ ადგილებს - გიორგი სოსიაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე"

 კვლავ დაპირისპირებაა ოპოზიციურ სპექტრში. ალიანსზე ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს და ამბობს, რომ ამ გაერთიანებას ერთპიროვნული მმართველი ჰყავს და ეს თამარ ჩერგოლეიშვილია, მის ირგვლივ შექმნილი გარემო კი ტოქსიკურია.ჟორჟოლიანის თქმით, ის გახდება შუამავალი საზოგადოებას და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და მეტიც, პრემიერ-მინისტრის პოსტსაც უნდა იკავებდეს."ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის ვინ გახდება მათი პარტიის ლიდერი, მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება.საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ოპოზიციური ფლანგი დიდი ხანია დაშლის გზაზე დგას და მიმდინარე პროცესები მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიულ ადგილებს ვერ იყოფენ."რადიკალებმა ამოწურეს თავიანთი რესურსი და ახლა უკვე შიდა დაპირისპირება აქვთ. ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ იყოფენ შიდა პარტიულ ადგილებს. საცირკო სანახაობად გადაიქცა ჩვენი ხალხისთვის მათი მდგომარეობა. ნგრევის და უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ ჩვენს ქვეყანას. ახლა უკვე ფსკერს ქვემოთ არიან დაშვებულები. შიდა ძალაუფლებისა და თანხების გადანაწილებაზე აქვთ დაპირისპირება ერთმანეთში", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.