დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსახიობის, ნანუკა სტამბოლიშვილის შესახებ როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში საუბარი ამ დრომდე არ წყდება. ულამაზესმა ქართველმა ქალმა იმდენად მოხიბლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის სხვა მსახიობები, რომ მისი სიყვარულით და პატივისცემით ქართულის შესწავლაც დაიწყეს.
ნანუკა თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანებად ოჯახს ასახელებს. მისი თქმით, ყველაფერს რასაც აკეთებს, მის შვილს ეძღვნება. რაც შეეხება მეუღლეს, ამბობს, რომ მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ის გააოგნა, მხარი დაუჭირა და არ მისცა საშუალება, უარი ეთქვა შემოთავაზებაზე. „როცა უკან კლდესავით ადამიანი გიდგას, ყველაფერს აკეთებ, რაც საჭიროა... თავისუფლად, იმედიანად“, - თქვა ნანუკამ გადაცემაში „ნოესთან“.
საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი პირადი ცხოვრება. ნანუკა ჰყვება სად, როგორ და როდის გაიცნო მეორე ნახევარი, ლაშა მგელაძე.
„16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული.
16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით.
ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, პატივცემული. იცით, როგორი ადამიანია? ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ... მაინც. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება, რა თქმა უნდა...“ - თქვა ნანუკა სტამბოლიშვილმა.