1728499899
„ადამიანები ვერ ირჩევენ მშობლებს, დედმამიშვილებს...“ - რას იხსენებს ნანუკა სტამბოლიშვილი ბავშვობაზე
მსახიობი და დიზაინერი, ნანუკა სტამბოლიშვილი ბავშვობას იხსენებს. აღნიშნავს, რომის წლები ტკბილად ახსენდება და ამისთვის უფალს მადლობას უხდის.
„ჩემი უბედნიერესი ბავშვობა. საერთოდ, ადამიანები ვერ ირჩევენ ხოლმე მშობლებს, დედმამიშვილებს, ბებია-ბაბუებს, დეიდებს, ბიძებს, მამიდებს და ა.შ. ძალიან გამიმართლა თითოეულ მათგანში, რადგან მათ მაჩუქეს უბედნიერესი, უდარდელი, მხიარული და რაც მთავარია, სიყვარულით დახუნძლული ბავშვობა.
ისეთი დახუნძლული, რომ დღემდე ვარიგებ და არ მთავრდება. ეს მათი დამსახურებაა... დიდი მადლობა უფალს ამისთვის.“ - წერს მსახიობი.