დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
3 მაისიდან რუსთავი 2-ის ეთერში "პრაიმჰაუსი" იწყება. თქვენ უკვე, ასე თუ ისე, იცნობთ მონაწილეებს. თუმცა ხვალიდან, უკვე, 14 სრულიად განსხვავებული პრაიმჰაუსელი, თქვენი ყოველდღიურობა ხდება.
"პრაიმტაიმი" ამჯერად კესო ბერუაშვილს გაგაცნობთ. "ღამის პრაიმტაიმის" შემდეგ, კესომ ქართველი მამაკაცების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო, უკვე საზოგადოების ყურადღება მშვენივრად მიიქცია.
კესო ბერუაშვილი: - 29 წლის ვარ. ცნობილი გავხდი ტიკ-ტოკით. ათ დღეში მილიონი ნახვა დააგროვა ვიდეომ. ვიდეოს კონცეფცია ის იყო, რომ მე ხალხს ქართველი არ ვგონებოდი.
მაქვს არაქართული ვიზუალი.
თავს ჩვენს ქვეყანაში ტურისტად ვგრძნობ. ქართულად არავინ მესაუბრება, სანამ მე არ გავცემ ხმას. ზოგს რუსი, ზოგს ამერიკელი ვგონივარ.
მაქვს ონლაინ შოპინგი "კესოშოპი" და ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს იყო. ახლა, რაღაც მიზეზების გამო, გათიშული მაქვს საიტი.
გარკვეული პერიოდის მანძილზე, საზღვარგარეთ ვმოდელობდი. მქონდა ფოტოსესიები, თუმცა რომ გამეგრძელებინა, დაინტერესებული არ ვყოფილვარ.
დაახლოებით 60 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მოგზაურობა 23 წლის ასაკიდან დავიწყე. ზრდასთან ერთად რომ გრძნობ, ფეხსაცმელი როგორ გიჭერს, ასე მიჭერდა ჩვენი პატარა ქვეყანა. აქ ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი და მინდოდა სხვა ქვეყნები მენახა და მეტი გამოცდილება მიმეღო.
მშობლები 18 წლის ასაკში დამეღუპნენ, მამა ინფარქტით გარდაიცვალა, დედა სიმსივნით. და მას შემდეგ ჩემს თავს თვითონ ვუძღვები. ბებიასთან ვცხოვრობდი. ფინანსურად არავინ მეხმარებოდა.
ეპიზოდური როლი ვითამაშე რუსუდან ჭყონიას ფილმში "გაიღიმე". ჰონორარსაც ვიღებდი...
ბევრი ადამიანი იყო გარშემო. მაგრამ მე დამოუკიდებლობა მსურდა. აბსოლუტური თავისუფლება და ჩემი სამსახური მსურდა.
ვიყავი მიმტანი და ამით ვისწავლე ხალხთან კომუნიკაცია. ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინი ვისწავლე. ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი.
"პრაიმჰაუსი" ჩემი ცხოვრების ერთგვარი გამოცდილება იქნება. მიყვარს ახალი გამოწვევები. ირგვლივ არავის უნდოდა, რომ მე არ პროექტში შევსულიყავი. მე არასდროს მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე. მე თუ ვიცი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო, აუცილებლად გავაკეთებ.
სერიოზული ურთიერთობით დაინტერესებული არ ვარ. გათხოვება არ მსურს. მარტო კომფორტულად ვგრძნობ თავს. შემიძლია მყავდეს პარტნიორი, მაგრამ სერიოზული ურთიერთობისგან თავს ვიკავებ. მაქვს საკმაოდ მაღალი სტანდარტები, რაც ქართველი ბიჭების სტანდარტებს ვერ ემთხვევა. ქართველ ბიჭებს ნაზი გოგოები მოსწონთ, მე საკმაოდ ძლიერი ვარ!
თავის თავზე შეყვარებული და წარმატებული კაცები მომწონს. აქ არ არიან ასეთები.
მქონდა შეცდომები, მაგრამ ადრე. ახლა შანსი არ არის, ვინმემ რამე მომატყუოს.
საქართველოს ლოკაცია მომწონს, სამი საათი გინდა, რომ აზიაში ჩაფრინდე, ოთხი, რომ ევროპაში მოხვდე. იდეალური ლოკაციაა. ერთ ადგილას მიჭირს გაჩერება. ბოლომდე სად მინდა, ჯერ ვერ გავიგე. ეს მუდმივი მოგზაურობა ჩემს ურთიერთობაზე აისახება. არც ერთ კაცს არ უნდა ისეთი ქალი, რომელიც ჩემსავით ერთ ადგილას ვერ ჩერდება და მუდმივ მოძრაობაშია.
ცოლიან მამაკაცთან არასდროს მექნება რომანი. მეორე ქალი არასდროს ვიქნები. არადა, ძლიერი და წარმატებული კაცები ცოლიანები არიან.
გარეგნობით რომ იხიბლებიან, მერე წერენ, აწყობილი ხარო. არადა, მხოლოდ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული.
რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ "პრაიმჰაუსში" მოვიგო. იქ ყოფნაც უკვე რაღაცას ნიშნავს. მე ჩემს თავს სულ ვცდი. მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შევქმნა. ამიტომ მსურს ყველაფერში თავის გამოცდა.
მაშ ასე, 3 მაისს ღამის ეთერში თქვენ ნახავთ, როგორ შესახლდნენ პრაიმჰაუსელები ერთ სივრცეში და როგორ გაიცნეს ერთმანეთი.