„გამორჩეული ვარ...დედაჩემი მომკლავს თუ...“ - ბლიც ინტერვიუ ნიკა გოგვაძესთან

ნიკა გოგვაძე

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით ნიკა გოგვაძეს მივმართეთ.

 

→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ვყოფილიყავი მსახიობი, ოღონდ, კინოსა და დრამის...

 

→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?

20% მინდა, რომ მიშო გრძელიშვილის ნიჭი მქონდეს (პრაიმ „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე), პაროდიების კეთების კუთხით. კიდევ ბევრი რამეა რისი ნიჭიც მინდა, რომ მქონდეს. 

 

→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?

ყველაზე მეტ დროს მუსიკას ვუთმობ. 

 

→ დედაჩემი მომკლავს თუ...

დედაჩემი მომკლავს თუ ტაფას დავწვავ. (იცინის)

 

→ სად იცხოვრებდი?

ვიცხოვრებდი მახათას მთაზე, რომელიც მირჩევნია მთაწმინდის ხედს, რადგან მახათის მთიდან კარგად ჩანს მთაწმინდა. 

 

→ რამ გაგაოცა ბოლოს?

საინტერესოობამ ხალხის და ნიჭიერებამ

 

→ პირველი სამსახური იყო?

ჩემი პირველი სამსახური იყო სატელევიზიო გადაცემა „მხიარულ სტარტებში“, დაახლოებით, 15 წლის წინ. 

 

→ რით ხარ გამორჩეული?

გამორჩეული ვარ ბუნებრიობით. 

 

→ რით ხარ უკმაყოფილო?

უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით ცოტას ვზარმაცობ.

 

→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?

 სმენა, ხედვა, გრძნობა, გემო, და სუნი ეს შეგრძნებები, რომ არ მქონდეს ვერ ვიცხოვრებდი. ასევე ურთიერთობები, სიყვარული 

 

→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

ისეთი ფაქტი არ არის, რომ ჩემს წარსულში ვერ გავიხედო, თუმცა, გამოხდომების მრცხვენია. 

 

→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

ერთგული, დინამიკურად მზარდი, პატიოსანი ...

 

→ ბოლოს რაზე იტირე?

ბოლოს ვიტირე, საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე (გარდაცვალებაზე)

 

→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება

ჩემს სფეროში, პირველი ნაბიჯები. 

 

→ რას ნანობ?

უფრო შევცვლიდი... რაც უფრო ადამიანი იზრდები, უკეთესად აღიქვამ, თუ როგორ უნდა გაგეკეთებინა იმაზე უკეთ, ვიდრე გააკეთე...

 

→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

შევცვალე უკვე, შემოვედი „პრაიმ ჰაუსში“ 

 

→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...

საყვარელი ხალხი იყოს დიდხანს და კარგად .

 

→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...

მოგიშენდეთ საყვარელი ხალხი, შენი საქმე არ არის (ხუმრობით, რა თქმა უნდა), იხარეთ და იმრავლეთ, მიყვარხარ.