„გაფლანგულ წლებს ვნანობ... დედა გაბრაზდება, თუ ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც ქართულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგება“ - ბლიც ინტერვიუ სალომე უშხვანთან

salome ushxvani

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მონაწილეს, სალომე უშხვანს მივმართეთ.

→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი... ჟურნალისტიკა მეწერა, მაგრამ არქეოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე;

→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?

მსახიობობის;

→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?

სოციალურ ქსელებს;

→ დედაჩემი მომკლავს თუ...

რამე ისეთს გავაკეთებ, რაც ქართულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგება, ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია ასეთი...

→ სად იცხოვრებდი?

საქართველოში, სხვაგან არსად...

→ რა გაგაოცა ბოლოს?

ხალხის ამხელა სიყვარულმა ნამდვილად გამაოცა..

→ პირველი სამსახური იყო?

კონსულტანტად ვმუშაობდი, დაახლოებით, 24 წლის ვიყავი...

→ რით ხარ გამორჩეული?

რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ...

→ რით ხარ უკმაყოფილო?

ემოციური და ფეთქებადი ვარ...

→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?

საყვარელი ადამიანების გარეშე...

→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

არაფერი ისეთი გამიკეთებია, რომ შემრცხვეს...

→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

ემოციური, გულჩვილი, პრინციპული...

→ ბოლოს რაზე იტირე?

ბოლოს პროექტში ვიტირე; 

→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...

პირველად როცა დედა გავხდი... 

→ რას ნანობ?

დაკარგულ, ტყუილად გაფლანგულ წლებს ვნანობ. აქამდეც შემეძლო ჩემი თავის რეალიზება და ვერ მოვახერხე, არაფერი გამიკეთებია ამისთვის.

→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

არაფერს შევცვლიდი, უბრალოდ უკეთესობისკენ წარვმართავდი.

→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...

დედაჩემის გამოჯანმრთელება იქნებოდა... 

→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...

„გულწრფელად“